პარაზიტული კონუსი
იერსახე
პარაზიტული კონუსი (ინგლ. parasitic cone) — ვულკანის კალთის ნაპრალებიდან ლავის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი კონუსი. ხშირად, ვულკანური კონუსის ფორმა აქვს. აგებულია ფხვიერი ვულკანური მასალისა და ლავისაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 678.