პარაგვაის სამოქალაქო ომი
პარაგვაის სამოქალაქო ომი — კონფლიქტი პარაგვაიში, რომელიც მიმდინარეობდა 1947 წლის მარტიდან აგვისტომდე.
1940 წელს, პრეზიდენტმა იხინიო მორინიგომ გააუქმა კონსტიტუცია და აკრალა პოლიტიკური პარტიები. მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა საყოველთაო გაფიცვებსა და სტუდენტთა აჯანყებებში გადაიზარდა. 1946 წელს, მორინიგომ დაუშვა პოლიტიკური აქტივობების ლეგალიზება და კაბინეტი რევოლუციური ფებრერისტთა პარტიითა და კოლორადოს პარტიით დააკომპლექტა. 1947 წლის 11 იანვარს, ფებრერისტები კოალიციას გამოეყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მორინიგო კოლორადოს პარტიას მეტად სწყალობდა.
ფებრერისტები ლიბერალურ პარტიასა და პარაგვაის კომუნისტურ პარტიას შეუერთდნენ. რაფაელ ფრანკოს მიერ წამოწყებული აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რადგან პარაგვაის შეიარაღებული ძალები, რომლებიც მანამდე ლოიალურნი რჩებოდნენ, ორად გაიყო.
მეამბოხეთა მხარეს იყო ყველა პოლიტიკური პარტია გარდა კოლორადოსი, ბანკირთა უმრავლესობა და ჩინოვნიკთა 80%. თერთმეტი სამხედრო დანაყოფიდან, 8 მარტს ოთხი მემაბოხეებს შეუერთდა, ორი ქვეითი დანაყოფი კონსეფსიონის მეამბოხეებს, რომლებსაც ორი დღის შემდეგ ასევე შეუერთდა ჩაკოს ქვეითთა ორი დანაყოფი.
ხელისუფლების მხარეს იყო კოლორადოს პარტია, კამპო-გრანდეს კავალერისტთა დანაყოფები, ასუნსიონის სამი დანაყოფი და პარაგუარის საარტილერიო დანაყოფი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ხუან პერონის მართულმა არგენტინამ პარაგვაის მთავრობას დახმარებისთვის სრული მზადყოფნა გამოუცხადა.
27 აპრილს, სამხედრო სამდინარო ფლოტი აჯანყებულებს შეუერთდა და ასუნსიონისკენ დაიძრა. მათ შეტაკება მოუხდათ პარაგუარიდან მოსულ, ალფრედო სტრესნერის მართულ არტილერიასთან.
ომში საბოლოოდ მორინგომ გაიმარჯვა, რომელმაც ქვეყანაზე კონტროლი 1947 წლის აგვისტოში აღადგინა. მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ქვეყნიდან გაიქცა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Armed conflict database entry დაარქივებული 2010-01-03 საიტზე Wayback Machine.
- Dictadura del Gral. Stroessner დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Capítulo 14 de "Una historia del Paraguay" por Baruja, Paiva y Pinto. დაარქივებული 2014-04-27 საიტზე Wayback Machine.
- Paraguay y la Segunda Guerra Mundial.
- La Relación Olvidada: Relaciones entre Paraguay y Estados Unidos, 1937-89 (inglés).
- Entrevista a Arturo Rahi. დაარქივებული 2008-06-29 საიტზე Wayback Machine.
- Creación del Banco Central del Paraguay. დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine.