პანსიონი
„პანსიონი“ | |
---|---|
ავტორი | ჯეიმზ ჯოისი |
ქვეყანა | ირლანდია |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | მოთხრობა |
გამოცემის თარიღი | 1914 |
წინამორბედი | ორი რაინდი |
მომდევნო | პატარა ღრუბელი |
პანსიონი (ინგლ. The Boarding House) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისის მუნი ქმართან, ალკოჰოლიზმით დაავადებულ ყასაბთან, განქორწინების შემდეგ გახსნის პანსიონს კლერკებისთვის. მისი ქალიშვილი პოლი, რომელიც ამავე პანსიონში მუშაობს, სიმღერითა და მამაკაცებთან ფლირტით ირთობს თავს. მისის მუნი ხვდება მისი ქალიშვილის და ახალგაზრდა მამაკაცის, მისტერ დორანის ურთიერთობის შესახებ. ოცდათხუთმეტი წლის მისტერ დორანი ღვინით მოვაჭრე კათოლიკურ კომპანიაში მუშაობს უკვე დიდი ხანია კლერკად. შაბათობით, პოლი სტუმრებისთვის მღეროდა ხოლმე პანსიონში. მაშინ როცა ის მღეროდა სიმღერას „მე ვარ ურჩი გოგონა“[1], მისტერ ზაკ ბოუნი აღნიშნავს და მისტერ დორანს გადაულაპარაკებს რომ, ეს სწორედ მისი საქმეაო.[2] მისის მუნი, მიზანმიმართულად და დიდი მონდომებით ცდილობს მახეში გააბას მისტერ დორანი. მან, ერთ კვირა დილას გადაწყვიტა ახალგაზრდა კაცს დალაპარაკებოდა და ეიძულებინა მისი ქალიშვილი პოლი მოეყვანა ცოლად ან დამუქრებოდა რომ ამხელდა მის უღირს საქციელს. მთხრობელი კარგად აღგვიწერს თუ როგორ მერყეობს დორანი, ერთ მხარეს სამსახურის დაკარგვის საფრთხე, მეორე მხარეს კი ქორწინება დაბალი კლასის წარმომადგენელ, გაუნათლებელ და ვულგარულად მოსაუბრე გოგოზე. მას შემდეგ რაც პოლი ოთახში შემოდის და დორანს ეუბნება გავიდეს დედამისთან, რომელსაც ყმაწვილთან საქმე აქვს, მკითხველისთვის ნათელი ხდება ყმაწვილის ფიქრები და შეხედულებები მომავალ ქორწინებაზე. ამბავი კი იმით სრულდება, რომ მისის მუნი პოლის უხმობს, რადგან მისთვის რაღაც აქვს სათქმელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Greenbank, Harry; Ross, Adrian. Naughty Girl. London: Daly's Theatre. ციტირების თარიღი: 16 February 2015.
- ↑ Bowen, Zack (1974) Musical allusions in the works of James Joyce : early poetry through Ulysses, [1st ed.], Albany: State University of New York Press, გვ. 16–17. ISBN 978-0873952484. ციტირების თარიღი: 16 February 2015.