შინაარსზე გადასვლა

ოსამა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოსამა
أسامة“
რეჟისორი სიდიქ ბარმაკი
პროდიუსერი ჯულია ფრასერი
სცენარისტი სიდიქ ბარმაკი
როლებში მარინა გოლბაჰარი
არიფ ჰერატი
ზუბაიდა საჰარი
კომპოზიტორი მოჰამად რეზა დარვიში
ხანგრძლივობა 83 წთ.
ენა ფარსი

ოსამა (სპარს. أسامة) — ფილმი თალიბების მმართველობის დროინდელ ავღანეთზე. გამოვიდა 2003 წელს. ფილმის სახელის შერჩევის მიზეზი მისი გადაღების პერიოდში მსოფლიოში ოსამა ბინ ლადენის ავღანეთთან ასოცირება იყო.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

12 წლის გოლბახარის დედა კარგავს სამსახურს საავადმყოფოში და რადგან ოჯახში არ არის მამაკაცი და ქალს მარტო სახლიდან გასვლის უფლება არ აქვს, ოჯახს მხოლოდ შიმშილიდ სიკვდილი დარჩენია. ბებია მოიფიქრებს შვილიშვილის ბიჭად გადაცმევას და სამუშაოდ გაქცევას. გოგოს თმებს შეჭრიან, ბიჭის ტანსაცმელს ჩააცმევენ და ოსამას დაარქმევენ.

ოსამა დაღუპული მამის ამხანაგის მაღაზიაში ეწყობა სამუშაოდ. მასმის მეგობარმა იცის რომ ოსამა გოგოა და ცდილობს დაეხმაროს მას, ასწავლის კაცივით როგორ მოიქცეს და ილოცოს.

ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია ქალების დენმონსტრაცია რომლებიც მუშაობის უფლებას ითხოვენ, მაგრამ ტალიბები შლიან დემონსტრაციას და ვინც ვერ ასწრებს გაქცევას, აპატიმრებენ.

ოსამამ მაღაზიაში ცოტა ხანს იმუშავა. მალე ქალაქის ყველა ბიჭი ტალიბებმა რელიგიურ სკოლაში წაიყვანეს, სადაც ხვდება ოსამაც. ცოტა განში გაირკვევა რომ ოსამა სინამდვილეში გოგოა. მას სიკვდილით დასჯა ემუქრება, მაგრამ ბებერმა მოლამ მას თვალი დაადო და მოახერხებს მის სასამართლოდან დახსნას და მეოთხე ცოლად მოიყვანს.

გოლბახარი მოხვდება მოლას სახლში სადაც გაიცნობს მის სამ ცოლს, რომლებიც ასევე მათი ნების წინააღმდეგ მოიყვანა მან ცოლად. ცოლების ცხოვრება საშინელებაა, ისინი ეუბნევიან გოლბახარის რომ ასეთ ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნიათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]