ოლივია ჰასი
ოლივია ჰასი | |
---|---|
ოლივია ჰასი 1974 წელი | |
დაბადების სახელი | ოლივია ოსუნა |
დაბადების თარიღი |
1951 წლის 17 აპრილი ბუენოს აირესი, არგენტინა |
ეროვნება | ბრიტანელი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
პროფესია | მსახიობი |
ოლივია ჰასი (ინგლ. Olivia Hussey, დაბ. სახელი ოლივია ოსუნა (ესპ. Olivia Osuna); დ. 17 აპრილი, 1951, ბუენოს აირესი, არგენტინა) — ბრიტანელ-არგენტინელი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლივია ჰასი დაიბადა 1951 წლის 17 აპრილს ბუენოს- აირესში[1]. კათოლიკე მშობლების ოჯახში.[2] მამა - ანდრეას ოსუნა - ოპერის მომღერალი იყო და გამოდიოდა ისვალდო რიბოტის ფსევდონიმით. დედა ჯოი ჰასი წარმოშობით ინგლისიდან იყო.[3] იგი მუშაობდა მდივნად ერთ-ერთ ოფისში. როდესაც ოლივია ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ხუთი წლის შემდეგ დედამ იგი და მისი უმცროსი ძმა ანდრია ლონდონში წაიყვანა. იქ ოლივიამ დედის გვარი მიიღო. თავიდან კენტის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ - 5 წელი ლონდონის იტალია კონტის დრამატულ აკადემიაში.
ამ დროის განმავლობაში ის რამდენჯერმე გამოჩნდა ტელესპექტაკლებში. 13 წლის ასაკში მიიღო პირველი როლი.[4] მონაწილეობდა ორ კინოფილმში, ასევე დრამატულ დადგმაში The Prime of Miss Jean Brodie, სადაც 16 წლის გოგონა ლონდონის თეატრის სცენაზე თამაშობდა ვანესა რედგრეივთან ერთად. აქ იგი შეამჩნია რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ, რომელიც უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით აპირებდა ფილმის- „რომეო და ჯულიეტა“ -ს გადაღებას და ეძებდა მსახიობს ჯულიეტას როლისათვის. 500 კონკურსანტიდან რეჟისორმა ოლივია შეარჩია.[5]
„რომეო და ჯულიეტა“ კინოეკრანებზე 1968 წელს გამოვიდა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ჯულიეტას როლის შემსრულებელ ახალგაზრდა მსახიობს ოქროს გლობუსი და დევიდ დონატელოს სახელობის პრიზი გადასცეს. ოლივიამ დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.[6]
ოლივია ჰასი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა და 1971 წელს იქორწინა მსახიობ დინ მარტინის ვაჟზე- დინ პოლ მარტინზე. მათ შეეძინათ ვაჟი, ალექსანდრე, რომელიც ასევე მსახიობია.
1973 წელს ოლივიამ ითამაშა ფილმში "დაკარგული ჰორიზონტი",[7] ხოლო1978 წელს - აგათა კრისტის დეტექტივის მიხედვით შექმნილ ფილმში "სიკვდილი ნილოსზე". 1977 წელს მან განასახიერა მარიამ ღვთისმშობელი ფრანკო ძეფირელის სატელევიზიო პროექტში „იესო ნაზარეველი“[8].
მსახიობი მეუღლეს დაშორდა 1978 წელს და ორი წლის შემდეგ კვლავ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული იაპონელი მომღერალი აკირა ფუსე გახდა. წყვილს 1983 წელს შეეძინა ვაჟი მაქსიმილიანი.
ოლივიამ 1989 წელს ითამაშა პაპის- იოანე პავლე II- ის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმში"საიუველირო მაღაზია", რომლის გადაღების შემდეგ რომის პაპმა მსახიობი თავისთან მიიწვია და პირადად გაიცნო.
1989 წელს ოლივია ჰასი აკირა ფუსის დაშორდა, 1991 წელს კი იქორწინა ამერიკელ როკ მომღერალსა და მსახიობზე დევიდ გლენ აისლიზე. 1993 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ინდია ჯოი აისლი.
2002 წელს მან შექმნა დედა ტერეზას ეკრანული სახე ფაბრიციო კოსტას ბიოგრაფიულ ფილმში „ დედა ტერეზა კალკუტადან“.[9] ამ როლის შესრულებისათვის ის 2007 წლის 12 მაისს ჰოლივუდში დაჯილდოვდა პრემიით „ხასიათი და მორალი“. ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა აგრეთვე მოწყალების მისიონერთა მხრიდან.
2014 წლის შემოდგომაზე ოლივია ჰასიმ მიიღო მონაწილეობა ბრიტანელი რეჟისორის ბრიუს ვების ფილმში "სოციალური თვითმკვლელობა"[10]. რეჟისორმა შექსპირის რომეოსა და ჯულიეტას მსგავსი ახალგაზრდების ისტორია გადმოიტანა სოციალური ქსელების თანამედროვე სამყაროში. ამ პროექტში ასევე მონაწილეობა მიიღო ლეონარდ უათინგმა, ოლივიას პარტნიორმა ფრანკო ძეფირელის ლეგენდარული ფილმიდან "რომეო და ჯულიეტა", რომელთანაც მან მთელი ცხოვრება შეინარჩუნა მეგობრობა. უაითინგი და ჰასი ფილმში ასრულებენ ჯულიას (თანამედროვე ჯულიეტა) მშობლების როლს. ფილმში ჯულიას როლს ასრულებს ოლივიას ქალიშვილი, მსახიობი ინდია აისლი. ფილმი გამოვიდა 2015 წელს.
ოლივია ჰასი ასევე მონაწილეობს სპექტაკლებში, ახმოვანებს ფილმებს, ვარსკვლავური ომების ვიდეოთამაშებს. თავისუფალ დროს მუსიკასა და სცენარებს წერს. მსახიობს ძალიან უყვარს ცხოველები. 2005 წლიდან ხელმძღვანელობს უსახლკარო ძაღლების დახმარების ფონდს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფილმის სახელწოდება | სახელწოდება ორიგინალში | როლი | ჯილდოები |
1968 | რომეო და ჯულიეტა | Romeo and Juliet | ჯულიეტა კაპულეტი | ოქროს გლობუსი (პრიზი-ყველაზე პერსპექტიული დამწყები მსახიობი)
დავიდ დონატელოს პრიზი- საუკეთესო მსახიობი ქალი Golden Laurel (ნომინაცია) |
1965 | Cup Fever | ჯინი ბავშვობაში | ||
The Battle of the Villa Fiorita | დონა | |||
1969 | All the Right Noises | ველი | ||
1971 | H-Bomb | |||
1972 | Verano para matar, Un | ტანია სკარლოტი | ||
1973 | დაკარგული ჰორიზონტი | Lost Horizon | მარია | |
1974 | შავი შობა | Black Christmas | ჯესიკა ბრედფორდი | მთავარი როლი |
1978 | იესო ნაზარეველი | Jesus of Nazareth | ღვითსმშობელი მარიამი | |
1978 | სიკვდილი ნილოსზე | Death on the Nile | როზალი ოტერბორნი | |
1979 | The Cat and the Canary | სესილი იანგი | ||
1980 | The Man with Bogart’s Face | ელზა | ||
ვირუსი | Virus | მარიტი | ||
1982 | ნადირობა ინდაურებზე | Turkey Shoot | კრის ოალტერსი | |
1982 | აივენგო | Ivanhoe | რებეკა | |
1984 | პომპეის უკანასკნელი დღეები | The Last Days of Pompey | იონა | |
1985 | კორსიკელი ძმები | The Corsican Brothers | ანა მარი დე გუადისი | |
1987 | დამახინჯება | Distortions | ემი მარქსი | |
1989 | იუველირის მაღაზია | The Jeweller’s Shop | ტერეზა | |
1990 | ის | It | ოდრა ფილიპსი | |
გამოუცხადებელი როლი | Undeclared War | |||
ფსიხო 4: დასაწყისი | Psycho IV: The Beginning | ნორმა ბაითსი | ||
1993 | გადამარჩინე | Save me | ||
დელტის რაინდების ფიცი | Quest of the Delta Knights | |||
1995 | Bad English I: Tales of a Son of a Brit | |||
მენაყინე | Ice Cream Man | მედდა ვარტონი | ||
1996 | The Dark Mist | წინაპართა ხმა | ||
1998 | Shame, Shame, | თერაპევტი | ||
The Gardener | მის კარტერი | |||
2000 | El Grito | ლაურა | ||
2001 | Island Prey | კატრინ გეითსი | ||
2003 | კალკუტელი დედა ტერეზა | Mother Teresa of Calcutta | დედა ტერეზა | |
2005 | გონების საიდუმლო | Headspace | ექიმი კარენ მერფი | |
2006 | Seven Days of Grace | ჯეველი | ||
2007 | Harvest Moon | |||
Tortilla Heaven | პეტრა | |||
2008 | Chinaman’s Chance | მისის დუნკანი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Staff (4 March 2002). "Part of me thinks I am Juliet". The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს. Retrieved 22 December 2016.
- ↑ Mario, Conte. "God & I: Olivia Hussey". saintanthonyofpadua.net. Archived from the original on 22 December 2015. Retrieved 13 December 2015.
- ↑ Podolsky, J. D. (16 March 1992). "Forever Juliet – For Olivia Hussey, Life After Romeo and Juliet Brought Sweetness and Sorrow". People. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012 წლის 9 მაისს. Retrieved 31 July 2012.
- ↑ "Olivia Hussey—Romeo and Juliet Interview—01/10/08". grouchoreviews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2015. წლის 22 დეკემბერს Retrieved 14 December2015.
- ↑ "Franco Zeffirelli Interview (1983)". დაარქივებული 2019-12-30 საიტზე Wayback Machine. The Seventh Art.
- ↑ "Olivia Hussey"Golden Globes Hollywood Foreign Press Association. Archived from the original on 31 March 2017. Retrieved 28 December 2016.
- ↑ "Lost Horizon Found". Film Brain. 19 May 2006. Archived from the original on 25 May 2006. Retrieved 17 March 2017.
- ↑ Boyle, Donna-Marie Cooper (9 June 2014). "An Iconic Screen Presence". Catholic World Report. Archived from the original on 3 August 2016. Retrieved 29 December2016.
- ↑ Staff (4 March 2002). "Part of me thinks I am Juliet". The Telegraph. Archived from the original on 8 October 2016. Retrieved 22 December 2016.
- ↑ Ford, Rebecca (29 September 2014). "Romeo and Juliet Stars Leonard Whiting, Olivia Hussey Reuniting for 'Social Suicide'". The Hollywood Reporter. Archived from the original on 22 December 2015. Retrieved 16 December2015.