შინაარსზე გადასვლა

ოვანავანქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოვანავანქი
ოვანავანქი — სომხეთი
ოვანავანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°20′21″ ჩ. გ. 44°23′19″ ა. გ. / 40.33917° ჩ. გ. 44.38861° ა. გ. / 40.33917; 44.38861
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი არაგაწოტნის პროვინცია
ადგილმდებარეობა ოჰანავანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვაჩე ვაჩუტიანი
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1216-1221
დეტალები

ოვანავანქი (სომხ. Հովհաննավանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციის სოფელ ოჰანავანში.

ისევე როგორც ახლოს მდებარე საღმოსავანქის ეკლესია მდებარეობს მდინარე ქასაღის ღრმა ხეობის პირზე. ოვანავანქიც და საღმოსავანქიც დააარსა აირარატის თავადმა ვაჩე ვაჩუტიანმა. ისინი განეკუთვნებიან ერთსა და იმავე ხუროთმოძღვრულ სტილს. ორივე ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. სატაძრო კომპლექსს რამდენიმე გუმბათი ამშვენებს.

სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

ტაძრის სამხრეთი კედელი დაინგრა 1919 წლის მიწისძვრის შედეგად. 1970-1990 წლებში მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განიცადა, რომლის შედეგადაც აღადგინეს დანგრეული ელემენტები. ასევე დღემდე შემონახულია XII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრის კედლები და კოშკი. ასევე ძველი სასაფლაო.

  • Zakaria Kanakertsi (1627-1699). Chronicle. Moscow, 1969
  • Armenia: 1700 years of Christian Architecture. Moughni Publishers, Yerevan, 2001
  • Tom Masters and Richard Plunkett. Georgia, Armenia & Azerbaijan, Lonely Planet Publications; 2 edition (July 2004)
  • Nicholas Holding. Armenia with Nagorno Karabagh, Bradt Travel Guides; Second edition (October, 2006)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: