შინაარსზე გადასვლა

ოვალურმარცვლიანი ჩინური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოვალურმარცვლიანი ჩინურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჩინურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ჩინურისა და სუფრის გორულას შორის დგას. ამ ვარიაციის ახალგაზრდა ყლორტი შებუსულია სუფრის გორულას მსგავსად (ჩინურთან შედარებით უფრო ინტენსიურად). ფოთოლაკების შეფერვით იგი ჩინურს უფრო წააგავს. ახალგაზრდა ყლორტის მეორე იარუსის ფოთლები უხვადაა აბლაბუდისებრად შებუსული, მომწვანო-მოწითალო ბრინჯაოსფერი ელფერიო.

ზრდასრული ფოთოლი ჩინურის ფოთლისგან განსხვავდება ყუნწის ამონაკვეთით. ამ ვარიაციის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია და ფორმით ჩანგისებური.

მტემამი მვეულებრივ ჩინურიიან შედარებით თხელია, რაც გამოწვეულია გადაჭარბებული ყვავილცვენით და გალაღებული ზრდისადმი მიდრეკილებით. ამ ვარიაციის მარცვალი ოვალურია, ჩალისფერი, თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. ვაზი ძლიერი ზრდისაა, გადაჭარბებული ყვავილცვენის გამო საჰექტარო მოსავლიანობა მინიმუმადე მცირდება.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 284