ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა
ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის პროგრამა, ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა (გერმ. 25 Punkte-Programm N.S.D.A.P.) — ნაცისტური პარტიის ოფიციალური პროგრამა 1920 წლის 1 აპრილიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წლის 5 იანვარს ანტონ დრაქსლერის დამოუკიდებელი მუშათა კომიტეტის და კარლ ჰარერის პოლიტიკურ-მუშათა კავშირის გაერთიანებით შეიქმნა „გერმანელ მუშათა პარტია“ („Deutsche Arbeiterpartei“; DAP), რომელსაც იმავე წლის სექტემბერში შეუერთდა ადოლფ ჰიტლერი.
1920 წლის 24 თებერვალს მიუნხენში შეკრებისას ადოლფ ჰიტლერმა წარადგინა გოთფრიდ ფედერომთან და ანტონ დრაქსლერთან ერთად შემუშავებელი „25 პუნქტის“ პროგრამა. ამავე დროს მიიღეს პარტიის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება — დასაწყისშ მას „ნაციონალ-სოციალისტური“ დაემატა. ამავე წლის 1 აპრილს „25 პუნქტი“ პარტიის ოფიციალური პროგრამა გახდა, 1926 წელს კი ის შეუცვლელად გამოცხადდა.
25 პუნქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ ყველა გერმანელის გაერთიანებას „დიდ გერმანიაში“.
- ჩვენ ვითხოვთ გერმანელი და სხვა ერების თანასწორობას და ვერსალის და სენ-ჟერმენის ხელშეკრულებების პირობების გაუქმებას.
- ჩვენ ვითხოვთ საარსებო სივრცეს: ტერიტორიებს და მიწებს (კოლონიებს), რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერის გამოსაკვებად და მისი ჭარბი ნაწილის განსახლებისთვის.
- გერმანიის მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც გერმანულ ერს ეკუთვნის, ვის ვენებშიც გერმანული სისხლია, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. ამგვარად, არც ერთი ებრაელი არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს გერმანელ ერს და იყოს გერმანიის მოქალაქე.
- ვისაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვს, შეუძლია ქვეყანაში იცხოვროს როგორც სტუმარმა უცხოელის უფლებებზე. ყველა უცხოელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები უცხოელებთან დაკავშირებით.
- თანამდებობის დაკავება, რომლებიც დაკავშირებულია კანონშემოქმედებასთან და სახელმწიფოს მართვასთან მხოლოდ მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა თანამდებობა ნებისმიერ საზოგაოებრივ ორგანიზაციაში, ნებისმიერი დონის — საერთოსახელმწიფოებრივი, საოლქო ან მუნიციპალური ეკუთვნოდეს მხოლოდ სახელმწიფს მოქალაქეებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პარლამენტის გარხწნილ პრაქტიკას, როდესაც თანადეობობას მხოლოდ პარტიული კუთვნილების ხარჯზე იკავებენ, ხასიათის და შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე.
- ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ უპირველეს ყოლისა აიღოს გერმანიის მოქალაქეების დასაქმების ვალდებულება. თუ შეუძლებელია სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის გამოკვება, მაშინ სხვა ეროვნების პირები (ისინი, ვინც სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან) ქვეყნიდან უნდა გაასახლონ.
- მთელი მომდევნო არაგერმანული იმიგრაცია გერმანიაში უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა არაგერმანელი პირი, რომელიც გერმანიაში 1914 წლის 2 აგვისტოს შემდეგ ჩამოვიდა, ქვეყნიდან გაასახლონ.
- სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლებები და მოვალეობები.
- გერმანიის ყველა მოქალაქის პირველადი მოვალეობაა ფიზიკური ან გონებრივი შრომის შესრულება. ცალკეული მოქალაქის მოღვაწოება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების ინტერესებს. პირიქით, მოღვაწეობა უნდა გადიოდეს საზოგადოების ინტერესებში და მიმართული იყოს საერთო კეთილდღეობაზე. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ:
- არაშრომითი და ადვილი შემოსავლის და პროცენტული მონობის განადგურება.
- უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის და ქონებრივი დანაკარგების გამო, რომელიც ერს ყოველ ომში მოეთხოვება, პირადი გამდიდრება ომის დროს უნდა განიხილოს როგორც დანაშაული ერის წინაშე. ამგვარად, ჩვენ ვითხოვთ ყველანაირი პირადი შემოსავლის კონფისკაციას, რომელიც საომარ დროს იქნა მიღებული.
- ჩვენ ვითხოვთ ყველა ადრე შექმნილი აქციონერული კომპანიების ნაციონალიზაციას.
- ჩვენ ვითხოვთ მუშათა და ოფიციალური პირების მონაწილეობას მსხვილი კომერციული კომპანიების შემოსავლის განაწილებაში.
- ჩვენ ვითხოვთ ღირსეული პენსიით უზრუნველყოფის შემუშავების გეგმას და შექმნას.
- ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღი საშუალო კლასის შექმნას და მის შენახვას, კერძო საკუთრებიდან მსხვილი მაღაზიების უსწრაფეს კონფისკაციას და მათ დაბალ ფასად მიქირავებას უფრო პატარა მწარმოებლებს.
- ჩვენ ვითხოვთ მიწის რეფორმის გატარებას, რომელიც ერის მოთხოვნილებებს და ინტერესებს შეესაბამება. ვითხოვთ კანონის მიღებაც, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწის აუნაზღარებადი კონფისკაცია საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. ჩვენ ვითხოვთ დაგირავების პროცენტების ანულირებას და მიწით სპეკულირების აკრძალვას.
- ჩვენ ვითხოვთ დაუნდობელ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც თავისი მოღვაწეობით ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ ვითხოვთ სიკდილით დასჯის შემოღებას იმათ წინააღმდეგ, ვინც დანაშაული ჩაიდინა გერმანული ერის წინაშე — მევახშეებმა, სპეკულიანტებმა და სხვ,., განურჩევლად რასობრივი და რელიგიური კუთვნილებისა.
- ჩვენ ვითხოვთ მატერიალისტური მსოფლწესრიგის სამსახურში მყოფი რომის უფლების გაუქმებას და მისი გერმანული სახალხო უფლებით შეცვლას.
- ყველა ნიჭიერი მონდომებული გერმანელისთვის უმაღლესი განათლების და სახელმძღვანელო პოსტის დაკავებით უზრუნვეყლოფის მიზნით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჩვენი განათლების სისტემის ყველამხრივ ფართო განვითარებაზე. ყველა სასწავლო დაწესებულების პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს პრაქტიკულ ცხოვრებასთან. ბავშვის გონების განვითარების დასაწყისიდანვე სკოლამ მას მიზანმიმართულად უნდა ასწავლოს სახელმწიფოებრივობის იდეის გაგება. ჩვენ ვითხოვტ, რომ ღარიბი მშობლების განსაკუთრებულად ნიჭიერმა შვილებმა, განურჩევლად საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა და საქმიანობისა, მიიღონ განათლება სახელმწიფოს დაფინანსებით.
- სახელმწიფომ უნდა წარმართოს მთელი ძალიხსმევა ერის გაჯანსაღებისათვის: უზრუნველყოს დედობის და ბავშვობის დაცვა, აკრძალოს საბავშვო შრომა, გააუმჯებოს მოსახლეობის ფიზიკური მდგომარეობა ფიზიკური ვარჯიშზე დასწრების აუცილებლობის შემოღებით და ახალგაზრდობის ფიზიკური განვითარებით დაკავებული კლუბების მხარდაჭერით.
- ჩვენ ვითხოვთ დაქირავებული ჯარის გაუქმებას და სახალხო ჯარის შექმნას.
- ჩვენ ვითხოვთ ღია პოლიტიკურ ბრძოლას აშკარა პოლიტიკური ტყუილის და მის პრესაში გავრცელების წინააღმდეგ. გერმანული პრესის შექმნის მიზნით, ჩვენ ვითხოვთ, რომ:
- გერმანულ ენაზე დაბეჭდილი გერმანელი გაზეთის ყველა თანამშრომელი, რედაქტორები და გამომცემელი იყოს სახელმწიფოს მოქალაქე;
- გერმანულმა გაზეთებმა გამოცემისათვის უნდა მიიღონ სახელმწიფოს სპეციალური ნებართვა. გარდა ამისა, გაზეთები უნდა იყოს გერმანულ ენაზე;
- არაგერმანული ეროვნების პირებს საკანონმდებლო დონეზე უნდა აეკრძალოთ გერმანულ გაზეთებზე გავლენის ან ფინანსური ინტერესის ქონა. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში გაზეთი აიკრძალება, მოხდება უცხოელების დეპორტაცია. გაზეთები, რომლებიც ზიანს აყენებენ საზოგადოებრივ ინტერესებს, უნდა აიკრძალოს. ჩვენ ვითხოვთ საკანონდმებლო ბრძოლას ლიტერატურული და კულტურული დინებების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ხალხის გახრწნას ახდენს. ჩვენ ასევე ვითხოვთ გახრწნის ხელშემწყობი ღონისძიებების აკრძალვას.
- ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას ყველა სარწმუნოებისათის იქამდე, სანამ ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს და არ გამოდიან გერმანული (არიული) რასის ზნეობრივი და მორალური გრძნობების წინააღმდეგ. პარტია, როგორც ასეთი, პოზიტიური ქრისტიანობის პოზიციაზეა, თუმცა, ამავე დროს, არ ემხრობა რომელიმე კონკრეტული კონფესიის რწმენას. პარტია ებრძვის ებრაულ-მატერიალისტურ სულს ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთ და დარწმუნებულია, რომ სახალხო ორგანიზმის შემდგომი გამოჯანმრთელების მიღწევა შესაძლებელი იქნება ჩვენს შიგნით გაუთავებელი გამოჯანმრთელების გზით. ბოლოს განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების პირადზე მაღლა დაყენების პრინციპით.
- ყველაფერი ჩამოთვლილის რეალიზაციისათვის ჩვენ ვითხოვთ:
- სახელმწიფოს ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნას.
- ცენტრალური პოლიტიკური პარლამენტის უდავო ავტორიტეტს მთელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც ყველა მის ორგანიზაციაში.
- პროფესიონალური და სავაჭრო პალატების შექმნა სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონების აღსრულებისთვის ყველა ფედერალურ მიწაში.
- პარტიის ლიდერები იღებენ თავიანთ თავზე ვალდებულებას ნებისმიერი ფასით შეასრულონ ზემოთ მოცემული პუნქტები, თუკი აუცილებელია, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კ. ჰაიდენი გერმანული ფაშიზმის ისტორია. — М.-Л.: Госсоцэкономиздат, 1935 (რუსული)
- ნიკოლოზ უსტრიალოვი: გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი დაარქივებული 2017-12-05 საიტზე Wayback Machine. (რუსული)