ნაიტ შიამალანი
ნაიტ შიამალანი | |
---|---|
ნაიტ შიამალანი 2008 წელს | |
დაბადების სახელი | მანოჯ შიამალანი |
დაბადების თარიღი |
6 აგვისტო 1970 პონდიშერი, ინდოეთი |
საქმიანობა |
კინორეჟისორი მსახიობი პროდიუსერი სცენარისტი |
რელიგია | ინდუიზმი |
მეუღლე(ები) |
ბჰავნა ვასვანი (1993-დღემდე) |
საიტი | ოფიციალური ბმული |
ნაიტ შიამალანი (ინგლ. M. Night Shyamalan; დ. 6 აგვისტო 1970, პონდიშერი, ინდოეთი) — ინდური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ცნობილა თავისი მისტიკური თრილერებით. გადაღებული აქვს კინოფილმები: „მეექვსე გრძნობა“ (1999), „უვნებელი“ (2000), „ნიშნები“ (2002), „საიდუმლო ტყე“ (2004), „გოგონა წყალში“ (2006) „სტიქიების მბრძანებელი“ (2010). შიამალანი თავის ფილმებს ფილადელფიასა და მის შემოგარენში იღებს. იგი საკუთარ ფილმებში ასრულებს კამეოებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1970 წლის 6 აგვისტოს, ინდოეთის ქალაქ პონდიშერში. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 1992 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლა, სადაც ალფრედ ჰიჩკოკის ძლიერი გავლენა განიცადა. იმავე წელს ინდოეთში გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მრისხანე ლოცვა“. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი მეორე ფილმი „გამოღვიძება“ ფაქტობრივად იგნორირებულ იქნა კრიტიკოსთა და მაყურებელთა მხრიდან. 1995 წელს დაწერა სცენარი ფილმისთვის „სტიუარტ ლიტლი“, რომელიც შეისყიდა Walt Disney Studios-მა $2,5 მლნ. დოლარად. 1999 წელს გადაიღო ფილმი „მეექვსე გრძნობა“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ბრიუს უილისმა და ჰეილი ჯოელ ოსმენტმა და გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი, რომლის შემოსავალმა 673 მლნ-ს გადააჭარბა და მიიღო ოსკარის რამდენიმე ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიებში.
2000 წელს ბრიუს უილისისა და სამუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „უვნებელი“, რომელიც ფინანსურად აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა. 2002 წელს მელ გიბსონისა და ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გამოვიდა შიამალანის ფინანსურად წარმატებული ფილმი „ნიშნები“. 2006 წელს გადაიღო ფილმი „გოგონა წყალში“ — თანამედროვე ზღაპარი დეპრესიული მენეჯერის შესახებ, რომელიც წყლის ნიმფას შეხვდება. ეს ამბავი მან საკუთარი ქალიშვილისთვის გამოიგონა. 2008 წელს გადაიღო ფილმი „მოვლენა“, სასაცილო ეკოლოგიური თრილერი, რომელშიც მარკ ვალბერგი მონაწილეობს. 2013 წელს გადაიღო ფილმი „დედამიწის შემდეგ“, სადაც მთავარი როლები ხვდა წილად უილ სმითსა მის ვაჟ ჯეიდენ სმითს. 2015 წელს გადაიღო სატელევიზიო დრამატული სერიალი „Wayward Pines“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფილმი | რეჟისორი | პროდ. | სცენარი | მსახიობი | როლი | შენიშვნა | Rotten Tomatoes | Metacritic |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1992 | მრისხანე ლოცვა | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | დევ რამანი | N/A | N/A | |
1998 | გამოღვიძება | დიახ | არა | დიახ | არა | 40%[1] | N/A | ||
1999 | მეექვსე გრძნობა | დიახ | არა | დიახ | დიახ | დოქტორი ჰილი | 85%[2] | 64/100[3] | |
სტიუარტ ლიტლი | არა | არა | დიახ | არა | 66%[4] | 61/100[5] | |||
2000 | უვნებელი | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ნაკრო დილერი | 68%[6] | 62/100[7] | |
2002 | ნიშნები | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | რეი რედი | 74%[8] | 59/100[9] | |
2004 | საიდუმლო ტყე | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ჯეი | 43%[10] | 44/100[11] | |
2006 | გოგონა წყალში | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ვიკ რანი | 24%[12] | 36/100[13] | |
2008 | მოვლენა | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ჯოუი | მხოლოდ ხმა | 17%[14] | 34/100[15] |
2010 | სტიქიების მბრძანებელი | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | 6%[16] | 20/100[17] | ||
ეშმაკი | არა | დიახ | დიახ | არა | 52%[18] | 44/100[19] | |||
2013 | დედამიწის შემდეგ | დიახ | არა | დიახ | არა | აღმასრულებელი პროდიუსერი | 11%[20] | 33/100[21] | |
2015 | ვიზიტი | დიახ | დიახ | დიახ | არა | ||||
2016 | სპლიტი | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ჯეი | |||
2019 | შუშა | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ჯეი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tomatometer Rating of ''Wide Awake''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''The Sixth Sense''. Rottentomatoes.com. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''The Sixth Sense''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''Stuart Little''. Rottentomatoes.com. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''Stuart Little''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''Unbreakable''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''Unbreakable''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''Signs''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''Signs''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''The Village''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''The Village''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''Lady in the Water''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''Lady in the Water''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''The Happening''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''The Happening''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''The Last Airbender''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''The Last Airbender''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''Devil''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''Devil''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Tomatometer Rating of ''After Earth''. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
- ↑ Metascore of ''After Earth''. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
|