მონჟისარის ბრძოლა
მონჟისარის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | |||
თარიღი | 25 ნოემბერი, 1177 | ||
მდებარეობა | მონჟისარი, რამლის სიახლოვეს | ||
შედეგი | ჯვაროსნების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მონჟისარის ბრძოლა ვიკისაწყობში |
მონჟისარის ბრძოლა — ბრძოლა იერუსალიმის სამეფოსა და აიუბიდებს შორის. გაიმართა 1177 წლის 25 ნოემბერს. ჯვაროსანთა მეთაური იყო 16 წლის ბალდუინ IV, ხოლო მუსლიმების სალადინი. ბრძოლაში აიუბიდები სასტიკად დამარცხდნენ და ცოტამ გააღწია სამშვიდობოს.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1177 წელს ბალდუინმა და ფილიპ I ელზასელმა გადაწყვიტეს ბიზანტიასთან ერთად ეგვიპტეში შეჭრა, მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელდა.
ამავდროულად სალადინი გეგმავდა იერუსალიმის სამეფოში შეჭრას ეგვიპტიდან. ბალდუინმა მაშინვე დატოვა იერუსალიმი და გაემართა მუსლიმებისკენ. ვილჰელმ ტვიროსელის ცნობით, მხოლოდ 375 რაინდი წავიდა ასკალონისკენ, ხოლო სალადინის ჯარი 26 000 შეადგენდა. ეს რიცხვები შესაძლოა სინამდვილეს არ შეესაბამება.
სალადინმა თავისი არმიის ნაწილი დატოვა ღაზასთან, რათა ალყა შემოერტყათ მისთვის, ასევე მცირე ჯარი დატოვა ასკალონთან და ჩრდილოეთით გაემართა. ბალდუინის არმიის ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო სალადინის მტერი რენო დე შატიიონი. ასევე ბალდუინ დე იბელინი, მისი ძმა ბალიანი, რენო სიდონელი, ჟოსლენ III და ოდო დე სენტ-ამანი. ამ უკანასკნელს თან ახლდა 84 ტამპლიერი რაინდი.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალადინმა გააგრძელა სვლა იერუსალიმისკენ. ის ფიქრობდა, რომ ბალდუინს მასთან შესაბრძოლებლად საკმარისი არმია არ ეყოლებოდა. მან შეუტია რამლას, ლოდს, არსუფს. სალადინი ბალდუინში დიდ საფრთხეს ვერ ხედავდა და მოქმედების საშუალება მისცა. ბალდუინმა ამასობაში სალადინისგან მალულად შეძლო ჯარების შეგროვება და გადაწყვიტა სალადინზე მოულოდნელი თავდასხმა, სანამ იერუსალიმს მიაღწევდა.
ქრისტიანები სანაპიროს აყოლებით დაედევნენ მუსლიმებს და საბოლოოდ შეეჯახნენ მონ ჟისართან, რამლას სიახლოვეს[1]. ბრძოლის ზუსტი ადგილი საკამათოა: შესაძლოა ეს იყოს მონ ჟისარის ახლოს ალ-საფიას ბორცვი[2]. ამავდროულად სალადინს მდინარის გადალახვისას პრობლემები შეექმნა საკვების მიწოდებაზე[3]. მის ჯარში დაიწყო არეულობა, ზოგმა დაიწყო სოფლების ძარცვა. მუსლიმთა ცხენები დაღლილი იყო, ასევე გაჭირდა იარაღის შეგროვება. ბალდუინმა ბრძანა ქრისტეს ჯვარი წაძღომოდა არმიას[4]. მეფემ მის წინაშე დაიჩოქა და არმია აღტაცებაში მოიყვანა.
ჯვაროსნები ნაჩქარევად დაესხნენ დაღლილ მუსლიმებს და დიდი დანაკარგები მიაყენეს მათ. გაიმართა დიდი სისხლის ღვრა. ბალდუინი ხელებშეხვეული იბრძოდა, რათა დაეფარა მისი წყლულები. მუსლიმებმა დაიხიეს თელ-ელ ჰესის ბორცვისკენ.
ბალდუინმა დაღამებამდე სდია სალადინს. ათდღიანი ძლიერი წვიმების და დაავადებების შედეგად უამრავი მუსლიმი დაიღუპა. ჯამში სალადინის არმიის 90 პროცენტი განადგურდა, მხოლოდ ათი პროცენტი დაბრუნდა ეგვიპტეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Stanley Lane-Poole (1906). Saladin and the Fall of the Kingdom of Jerusalem. Heroes of the Nations. London: G. P. Putnam's Sons
- Lyons, M. C.; Jackson, D.E.P. (1982). Saladin: the Politics of the Holy War. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-31739-9
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ possibly at Tell el-Jezer (Lane-Poole 1906, pp. 154–155), or Kfar Menahem (Lyons & Jackson 1982, p. 123)
- ↑ The Crusader States by Malcolm Barber, published by TJ International Ltd, 2012
- ↑ Malcolm Cameron Lyons, D. E. P. Jackson Cambridge University Press, Aug 20, 1984
- ↑ Lane-Poole 1906, pp. 154–155
|