შინაარსზე გადასვლა

მოზდოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მოზდოკი
ოს. Мæздæг
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 43°45′00″ ჩ. გ. 44°39′00″ ა. გ. / 43.75000° ჩ. გ. 44.65000° ა. გ. / 43.75000; 44.65000
დაარსდა 1763
ფართობი 17 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 131 მეტრი
მოსახლეობა 35 662 (2023)[https://rosstat.gov.ru/compendium/document/13282_https://rosstat.gov.ru/compendium/document/13282]_—_[[:ru:Федеральная_служба_государственной_статистики|Росстат]],_2023.-1">[1]
სასაათო სარტყელი UTC 3
სატელეფონო კოდი 86736
საფოსტო ინდექსი 363750
მოზდოკი — რუსეთი
მოზდოკი

მოზდოკი (რუს. Моздо́к; ოს. Мæздæг, Mæzdæg) — ქალაქი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა მხარეს, ვლადიკავკაზიდან 92 კილომეტრში. 2019 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 42 155 კაცს. დაარსდა 1763 წელს. ყაბარდოულად ეწოდება „მაზდოგუ“, რაც „უღრან ტყეს“ ნიშნავს. 1763 წელს პოტიომკინმა აქ ააშენა ციხესიმაგრე, ხოლო 1765 წლიდან ქალაქი მოზდოკია. 1823 წელს აშენდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. XVIII–XIX სს. იყო რეგიონის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი. ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ ქართველები, სომხები, ჩერქეზები, ოსები და ბერძნები. 1942 წელს მოზდოკი ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]