მაჯიდა ალ-რუმი
მაჯიდა ალ-რუმი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი |
მაჯიდა ალ-რუმი ბარადი ماجدة الرومي برادعي |
დაბ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1956 |
დაბ. ადგილი | ტვიროსი, ლიბანი |
ჟანრ(ებ)ი | არაბული მუსიკა, ქრისტიანული გალობა, კლასიკური მუსიკა, ოპერა |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1970-იანები - დღემდე |
საიტი | magidaelroumy.com |
მაჯიდა ალ-რუმი ვიკისაწყობში |
მაჯიდა ალ-რუმი ბარადი (არაბ. ماجدة الرومي برادعي; დ. 13 დეკემბერი, 1956, ტვიროსი, ლიბანი) — ლიბანელი სოპრანო, გაეროს კეთილი ნების ელჩი. მაჯიდა ალ-რუმის მუსიკალური კარიერა იწყება 1974 წელს, როცა ის მონაწილეობას იღებს შოუში ლიბანურ ტელეარხზე „Télé Liban“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაჯიდა ალ-რუმი დაიბადა ცნობილი ლიბანელი მომღერლის ჰალიმ ალ-რუმისა და მარი ლუთფის მელკიტი-კათოლიკეთა ოჯახში. 5 წლის ასაკიდან მღეროდა არაბულ საგალობლებს. 16 წლის ასაკში „Télé Liban“-ის ერთ-ერთ ტელეშოუში მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი მომღერალი ლიბანში. 1975 წლის ლიბანური სამოქალაქო ომის დროს ჩაწერა სიმღერა "Am Behlamak" („ლიბანო, შენ მესიზმრები“), რამაც წარმატება მთელს არაბულ სამყაროში მოუტანა. 1991 გამოვიდა მისი სიმღერა "Kalimat" (სიტყვები, كلمات), რამაც მაჯიდა ალ-რუმი მსოფლიო არაბულ დიასპორას გააცნო.
წლების განმავლობაში აგრძელებდა არაბულ ენაზე ქრისტიანული გალობის ჩაწერას, მონაწილეობდა კლასიკური ვოკალის ფესტივალებში, სხვადასხვა საოპერო პერფომანსებში, ეწეოდა მეცენატურ სამსახურს.