შინაარსზე გადასვლა

მაროკოს კალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაროკოს კალია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Dociostaurus maroccanus

მაროკოს კალია (ლათ. Dociostaurus maroccanus) — მწერი სწორფრთიანების რიგისა. კალიების ერთ-ერთი სახეობაა. სხეულის სიგრძე 22-38 მმ აღწევს. წითურ-მოყვითალო შეფერილობისაა, თან სდევს მუქი ლაქები და ღია ჯვარისებრი ნახატები წინა ზურგზე. უკანა ფეხების წვივი წითელია. გვხვდება ორ: ჯოგურ და მარტოხელა ფორმებში. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ირანში, ავღანეთში. გვხვდება საქართველოშიც. მასობრივი გავრცელების კერაა უდაბნოში, ხშირად მთისწინეთებში და მთათა კალთების ქვედა ნაწილებში. დიდ ზიანს აყენებს ბამბას, იონჯას, ბაღისა და ბაღჩის კულტურებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]