შინაარსზე გადასვლა

მამულარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მამულაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი საჭამიასერი
კოორდინატები 42°03′01″ ჩ. გ. 42°20′40″ ა. გ. / 42.05028° ჩ. გ. 42.34444° ა. გ. / 42.05028; 42.34444
ადრეული სახელები აბუთვანი
ცენტრის სიმაღლე 420
მოსახლეობა 126[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC 4
სატელეფონო კოდი 995
მამულარი — საქართველო
მამულარი
მამულარი — გურიის მხარე
მამულარი

მამულაურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემში (სოფლები: კალაგონი, მამულარი, ქვემო ხეთი, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ., ჩოხატაურიდან 15 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 14 კმ., ქვემო ხეთიდან 2 კმ. სოფელში შემორჩენილია მამულარის ეკლესიის ნანგრევი.[2] სოფელში დაიბადა მომღერალი შერმადინ ჭკუასელი.

სოფლის ძველი სახელწოდებაა აბუთვანი. ამ სახელით არის მოხსენიებული 1910 წლის „კავკასიის კალენდარში“. ის ზემო ხეთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საჭამიასერის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 126 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 244
2002[4] 144 72 72
2014[1] 126 59 67
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10759
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II