შინაარსზე გადასვლა

ლუსაილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ლუსაილი
არაბ. لوسيل
ქვეყანა კატარის დროშა კატარი
კოორდინატები 25°25′03″ ჩ. გ. 51°30′27″ ა. გ. / 25.41750° ჩ. გ. 51.50750° ა. გ. / 25.41750; 51.50750
ფართობი 35 კმ²
ოფიციალური საიტი https://www.lusail.com/
ლუსაილი — კატარი
ლუსაილი

ლუსაილი (არაბ. لوسيل) — კატარის მეორე უდიდესი ქალაქი დოჰას შემდეგ და კატარის ეკონომიკური დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სანაპიროზე, ალ-დაიენის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში. ლუსაილი დაახლოებით 23 კილომეტრითაა მოშორებული დოჰას ცენტრიდან.[1]

ქალაქი ისეა დაგეგმილი, რომ ჰქონდეს საცხოვრებელი ზონები, საკურორტე კუნძულები, კომერციული რაიონები, სავაჭრო და დასვენების ობიექტები, გოლფის მოედანი, ხელოვნური კუნძულები და რამდენიმე გასართობი რაიონი. მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. განვითარება ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი კატარის განვითარების კომპანიის მიერ, Parsons Corporation-სა და Dorsch-Gruppe-სთან ერთად.

ლუსაილის სტადიონი იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩატარდა 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი და უმასპინძლა ფინალს.[2] ასევე ეს არის ფორმულა 1-ის საბრძოლო ტრასის ადგილი, სადაც 2021 წელს გაიმართა კატარის დიდი პრიზი.

ლუსაილის სახელწოდება მომდინარეობს „ალ ვასილი“-დან, ადგილობრივი ტერმინი და ეწოდება მცენარეს, რომელიც უხვად იზრდება ამ ტერიტორიაზე.[3]

1908 წელს ბრიტანელი დიპლომატი ჯონ გორდონ ლორიმერი გაზეთ Gazetteer of the Persian Gulf-ში წერს: „სოფელი ყატარის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 15 მილზე დოჰადან ჩრდილოეთით: ამჟამად შეიხ ჯასიმის, კატარის ალ-თანის ოჯახის თავკაცის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი. დაახლოებით 500 იარდზე სანაპიროდან შიგნით არის ჯებალ-ლუსაილი, რომელიც ზღვის მოგზაურებისთვის კარგად ხილვადია. ჯებალ-ლუსაილზე არის ორსართულიანი კოშკი, რომელიც რამდენიმე მილზე ჩანს. ბორცვის ძირზე არის სამი ჭა, ერთი ჩრდილოეთით და ორი დასავლეთით; ამ წყლების გემო ძალიან მარილიანია. სოფელი ლუსაილის შედგება დაახლოებით 50 ქვით და თიხით ნაგები სახლებისგან. სოფელს ეკუთვნის 9 ნავი, 2 გემი და 3 თევზსაჭერი ნავი. სატრანსპორტო ცხოველია 20 ცხენი და 70 აქლემი. შეიხის სახლი იმყოფება სოფლიდან დაახლოებით 200 იარდით სამხრეთით: იგი ააშენეს 1901 წელს და წარმოადგენს ოთხმხრივ, მაღალი კედლების მქონე ქვისა და თაბაშირის შენობას, რომელსაც დაერთებული აქვს რამდენიმე იარდი, დამხმარე ნაგებობები და პატარა მეჩეთი. მას ფორტს უწოდებენ, მაგრამ ის არ შეიცავს არც ერთ ზარბაზანს.“

მანამდე ლორიმერის გაზეთის 1904 წლის ჩანაწერშიწერენ, რომ, შეიხ ჯასიმი პირველად დასახლდა ლუსაილში 1903 წელს რამდენიმე მოკავშირე ტომთან ერთად.[4] შეიხ ჯასიმი გარდაიცვალა და დაიკრძალა ლუსაილში 1913 წლის ივლისში.[5] მისი ციხე, ცნობილი როგორც „დამფუძნებლის ციხე“, იყო მისი ოპერაციების ბაზა და აღიარებულია კატარის მნიშვნელოვან კულტურულ სიმბოლოდ.[6]

ლუსაილში ნაპოვნია ფინიკის სიროფის წარმოების ისტორიული პრაქტიკის მტკიცებულება ტრადიციული ფინიკის საწნახლის გამოყენებით. თუმცა, როდესაც კატარი 1950-იან და 1960-იან წლებში აწრაფად განვითარდა, ამ საწნახლებიდან ბევრი მიატოვეს ან გაანადგურეს, რამდენიმე დარჩა. მიუხედავად ამისა, შეიხ ჯასიმის ისტორიულ რეზიდენციაში მაინც შეინიშნება მადბასა (ფინიკის საწნახელი).[7]

ქალაქ ლუსაილის განვითარების გეგმა პირველად 2005 წელს გამოცხადდა.[8] 2002 წელს კაბინეტის რეზოლუციის მიღების შემდეგ, ლუსაილი და მისი აგლომერაცია გახდა პირველი ტერიტორია კატარში, სადაც უცხოელებს შეეძლოთ უძრავი ქონების ფლობა.[9] 2013 წლის დეკემბერში, კატარის დიარმა გამოაცხადა, რომ ლუსაილის ნაკვეთების 80%-ზე მეტი იყო გაყიდული.[10] 2018 წლის აპრილში ქალაქის ინფრასტრუქტურის პროექტების 80 %-ზე მეტი დასრულდა.[11]

2022 წლის 26 ნოემბერს, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის დროს, დიდი ხანძარი გაჩნდა მშენებარე შენობაში ლუსაილის სტადიონიდან დაახლოებით 3,5 კმ-ზე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი უნდა ჩატარებულიყო. სამოქალაქო თავდაცვამ დაიცვა სამი საწყობი და არ დაზარალებულა არც ერთი პირი.[12]

2023 წლის მარტში, ლუსაილში გაიხსნა გაეროს სახლი, როგორც ქვეყანაში გაერთიანებული ერების მთავარი ოფისი. იგი ხელს შეუწყობს კატარის მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის პარტნიორობის გაუმჯობესებას.[13]

ქალაქის საზღვრები გადაჭიმულია სპარსეთის ყურის ნაპირზე დაახლოებით 7 კმ-ზე. ქალაქის საზღვრებში არ შედის ალ-ეგლას რაიონი, სადაც მდებარეობს დოჰას გოლფის კლუბი.[14]

ქალაქ ლუსაილის სამხრეთით ორი ახლომდებარე დასახლება, ალ-ხარაიეჯი და ჯაბალ-თუაილები, გაერთიანებულია ლუსაილში, როგორც დამოუკიდებელი რაიონები. პროექტის დაწყების დროს, ეს ადგილები არ იყო დასახლებული. ამ ტერიტორიის განვითარებამდე მხოლოდ რამდენიმე მყარი ნაგებობა იყო: ურედუს სადგური, ცემენტის ქარხანა და სამი ფერმა, რომელთაგან ერთი კვლავ გამოიყენებოდა. ახალგაზრდები ხშირად იყენებდნენ ამ ტერიტორიას გართობისათვის.[15] ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს რამდენიმე მიტოვებული თევზმჭერთა სოფელი.[16]

ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების ხარისხი ცუდია. ქალაქის საზღვარზე სპარსეთის ყურესთან, მიწისქვეშა წყლების დონე 1 მეტრია ზღვის დონის ზემოთ. მარილიანობის დონე ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ ნაწილში, 40 PPT-ზე, შედარებით დაბალი 18 PPT-ია დასავლეთ ნაწილში; მიწისქვეშა წყლების მაღალი მარილიანობის გამო, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ მარილის გამძლე მცენარეები იზრდებიან. გეოგრაფიულმა კვლევამ ქალაქის ფარგლებში აღმოაჩინა 25 მცენარის სახეობა; ეს ყველა სახეობა ხშირად გვხვდება ნახევარკუნძულზე.[17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Smart City. Lusail City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 14 January 2019
  2. Saraiva, Alexia. Get To Know The 8 2022 Qatar World Cup Stadiums.
  3. District map. The Centre for Geographic Information Systems of Qatar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 4 January 2019
  4. 'Persian Gulf Gazetteer, Part II: Geographical and descriptive materials, Section II: Western Side of the Gulf' [54v (108/280)]. Qatar Digital Library. ციტირების თარიღი: 21 August 2018
  5. Low, Daniel A.. A Considerable Fortune: The Wealth, and Death, of Sheikh Jāsim bin Muḥammad Āl Thānī. Qatar Digital Library. ციტირების თარიღი: 11 March 2019
  6. Lusail: Leaving a Lasting Legacy. Lusail. ციტირების თარიღი: 19 April 2021
  7. Al Maashani, Musllam; Menon, Lakshmi Venugopal. Traditional Date Presses (madabis) in Qatar. Gulf Studies Centre of Qatar University (May 2023). ციტირების თარიღი: 28 April 2024.
  8. Billion-dollar real estate project launched in Qatar. Reuters (25 December 2005). ციტირების თარიღი: 11 July 2018
  9. Sawalha, Murad. (March 2017) Owning Property in Qatar: Options for Foreign Investors. Tamimi & Co.. ციტირების თარიღი: 11 July 2018
  10. 80% of plots in Lusail sold: Qatari Diar. Qatar Tribune (12 December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 29 May 2018
  11. 'More than 80% of Lusail City's infrastructure projects completed'. Gulf Times (19 April 2018). ციტირების თარიღი: 29 May 2018
  12. Fire breaks out in Qatar near Lusail’s World Cup stadium (26 November 2022). ციტირების თარიღი: 5 April 2023
  13. Shafeeq Aringal. (3 March 2023) United Nations House opened in Qatar. Gulf Times. ციტირების თარიღი: 31 March 2024.
  14. Al Kharaej District Planning and Design Guidelines. Lusail City (March 2016). ციტირების თარიღი: 24 January 2019[მკვდარი ბმული]
  15. Lusail Environmental Management Procedure ‐ Overall Construction Environment Management Plan (OCEM). Lusail Real Estate Development Company (1 April 2015). ციტირების თარიღი: 24 January 2019[მკვდარი ბმული]
  16. Al Daayen Municipality: Vision and Development Strategy. Ministry of Municipality and Environment (December 2017). ციტირების თარიღი: 29 May 2018
  17. Lusail Environmental Management Procedure ‐ Overall Construction Environment Management Plan (OCEM). Lusail Real Estate Development Company (1 April 2015). ციტირების თარიღი: 24 January 2019[მკვდარი ბმული]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუსაილი“-დან