ლოდის ბრძოლა
ლოდის ბრძოლა — 1796 წლის 10 მაისს, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკისისა და ავსტრიის ჯარებს შორის მომხდარი ბრძოლა, იტალიის პირველი კამპანიის ფარგლებში. ლომბარდიაში, ქალაქ ლოდისთან (Lodi) გამართული ეს ბრძოლა, ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით, ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.
ქალაქი ლოდი ავსტრიელებს კარგად არ ჰქონდათ გამაგრებული, ორ მხარეს შორის ძირითადი შეტაკება ხიდთან მოხდა. ფრანგების პოზიციებს მდინარის შორეული ნაპირიდან იცავდა ქვეითი ჯარის ცხრა ბატალიონი, რომლებიც განლაგებული იყო ორ ხაზზე და ჰქონდათ თორმეტი ზარბაზანი. ავსტრიელებისა და მათი გენერლის განკარგულებაში იყო კავალერიის ოთხი ქვედანაყოფი, საერთო ჯამში 6 577 მეომრის ოდენობით, მაგრამ ეს სამხედრო ნაწილი არ იყო ბოლომდე ბრძოლისუნარიანი და ორგანიზებული, შედგებოდა დაღლილი ჯარისკაცებისგან, რომლებსაც დროზე ადრე მოუწიათ ამ დაპირისპირებაში ჩართვა.
თავდაპირველად, ავსტრიელები შეეცადნენ ხიდის განადგურებას, მაგრამ ფრანგებმა მოახერხეს მათი შეჩერება. თავად ხიდი 200 იარდის სიგრძის, ხისგან ნაგები კონსტრუქცია იყო და საჭიროების შემთხევაში ადვილი უნდა ყოფილიყო მისი უბრალოდ დაწვა.
საფრანგეთის მოწინავე გვარდიას, პირველ ეტაპზე, არ გააჩნდა საკმარისი ძალა ხიდზე გადასასვლელად, ისინი უნდა დალოდებოდნენ დამატებითი ძალების მოსვლას. როცა ფრანგული არტილერია გამოჩნდა დაპირიპსირების ადგილას, მათ ქვემეხების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს მდინარის მეორე მხარეს მყოფ ავსტრიელებს.
ცეცხლი რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ამის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, ფრანგები მზად იყვნენ შეტევაზე გადასასვლელად. როდესაც მათ დაიწყეს წინსვლა ხიდზე, ავსტრიელებს უკვე აღარ შეეძლოთ მათი შეკავება, ბოლო საათების განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელმა შეტევებმა დიდი ზარალი მიაყენა მათ, დაღლილობას ემატებოდა მორალური ფაქტორიც, ფრანგულ კავალერიას მიეცა საშულება ისინი საერთოდ მოეწყვიტა მთავარი ავსტრიული არმიისთვის.
ლოდის ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, ავსტრიელები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და დაეტოვებინათ პოზიციები. ამ დაპირისპირებაში ავსტრიული მხარის ზარალი დაახლოებით 5 200 მეომარი იყო, ამას ემატებოდა 12 ზარბაზანი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც, ასევე, მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში. ფრანგებმა დაკარგეს 1 000 კაცამდე. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიული არმიის დიდმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა, ლოდის ბრძოლას მაინც ჰქონდა მნიშვნელობა ნაპოლეონისთვის, როგორც იტალიური კამპანიის ფარგლებში მოპოვებული მორიგი გამარჯვებისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Agnelli, G. "La battaglia al ponte di Lodi e l’inizio della settimana napoleonica lodigiana". Archivio storico lombardo, no. 60 (1933): 1–73.
- Boycott-Brown, M. The Road to Rivoli: Napoleon's First Campaign. London: Cassell, 2001.
- Chandler, David. Dictionary of the Napoleonic Wars. New York: Macmillan, 1979. ISBN 0-02-523670-9.
- Chandler, David. The Campaigns of Napoleon. Scribner, 2009. ISBN 9781439131039.
- Schels, J. B. "Die Kriegsereignisse in Italien vom 15 April bis 16 Mai 1796, mit dem Gefechte bei Lodi". Oesterreichische Militärische Zeitschrift Bd. 2; Bd. 4 (1825): 57–97, 195–231, 267–268.
- Smith, Digby. The Napoleonic Wars Data Book. London: Greenhill, 1998. ISBN 1-85367-276-9.
- Vigo-Roussillon, F. Journal de campagne (1793–1837). Paris, 1981.