15 ივნისს ნაპოლეონი მთავარი ძალებით (75-80 ათ., 210 ზარბაზანი) გადავიდა მდინარე სამბრზე, რათა დარტყმა მიეყენებინა გებჰარდ ბლიუჰერის ძალებისათვის (90 ათ., 216 ზარბაზანი). ნაპოლეონმა მთავარი დარტყმა ბლიუჰერის მარჯვენა ფლაგს მიაყენა. პარალელურად მარშალი ნეი ჩაება კატრ-ბრის ბრძოლაში.
პრუსიელებმა დაკარგეს 20 ათასი ადამიანი და 27 ზარბაზანი. ფრანგებმა მხოლოდ 12 ათასი. ბლიუჰერი გატეხეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს. ნაპოლეონმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, დარჩენილიყო ართურ უელსლის პირისპირ. ლინის ბრძოლაში პრუსიის დამარცხებულმა არმიამ ორი დღის შემდეგ შეძლო ვატერლოოს ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვის თქმა.