შინაარსზე გადასვლა

კოსპარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოსპარი (ინგლ. COSPAR — Committee on Space Research — „კოსმოსური კვლევის კომიტეტი“) — სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოსთან არსებული კოსმოსური სივრცის გამომკვლევი კომიტეტი. შეიქმნა 1958 წელს რაკეტებისა და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით კოსმოსური სივრცის მეცნიერული გამოკვლევის საერთაშორისო მასშტაბით კოორდინირების მიზნით. აერთიანებს სხვადასხვა მუშა ჯგუფებს, რომლებიც იკვლევენ შემდეგ დარგებს: კოსმოსური ექსპერიმენტული პროექტები და კოორდინაცია, დედამიწის ზედა ატმოსფეროს თვისებები, კოსმოსური ბიოლოგია, ტროპოსფეროს და სტრატოსფეროს თვისებები, ტელემეტრია, დინამიკა და სხვა. კოსპარი ყოველწლიურად აწყობს პლენარულ თათბირებს და საერთაშორისო-სამეცნიერო სიმპოზიუმებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]