კიჭკიჭა
იერსახე
კიჭკიჭა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Crepis sibirica | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Crepis | ||||||||||||||
|
კიჭკიჭა (Crepis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია.
ცნობილია 200-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. საქართველოში 12-მდე სახეობაა, მათ შორის 2 კავკასიის ენდემია.
იზრდება ბუჩქნარში, ტყის პირებზე, დეკიანებში, სუბალპურ ტანბრეცილ ტყეში, ალპურ მდელოზე და სხვა. ზოგ სახეობას საქონელი ეტანება. Crepis ciliata-ს მიწისზედა ნაწილები შეიცავს კაუჩუკს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 541.