კარლ ბრაუნი
კარლ ფერდინანდ ბრაუნი (დ: 6 ივნისი 1850 წელი _ გ: 20 აპრილი 1918 წელი) გერმანელი ინჟინერ-ელექტრიკოსი, გამომგონებელი და ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. ბრაუნს უდიდესი წვლილი მიუძღვის რადიო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაში. 1909 წელს მან გულიელმო მარკონთან ერთად მიიღო ნობელის პრემია „უსადენო ტელეგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ფერდინანდ ბრაუნი დაიბადა ფულდაში (გერმანია) და განათლება მიიღო მარბურგის უნივერსიტეტში, ხოლო ბერლინის უნივერსიტეტში 1872 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიმსახურა. მან აღმოაჩინა, რომ წერტილოვანი კონტაქტის ნახევარგამტარი ცვლადი დენის რექტიფიცირებას ახდენს, ანუ ცვლადი დენი გადაყავს მუდმივ დენში. იგი გახდა სტრასბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი და ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.
1897 წელს, მან ააწყო პირველი კათოდური სხივის მილი და კათოდური სხივის მილის ოსცილოსკოპი. კათოდური სხივის მილაკი გახდა მთავარი ქვაკუთხედი სრული ელექტრონული ტელევიზორის გამოგონებაში. XXI საუკუნეში ბრტყელი მონიტორის ტექნოლოგიებმა(როგორიცაა თხევად-კრისტალური მონიტორი, მანათობელი დიოდები, პლაზმური ეკრანი) დაიწყო კათოდური სხივის მილაკის ტექნოლოგიის ჩანაცვლება, როგორც ტელევიზორში ასევე კომპიუტერის მონიტორებში. კათოდური სხივის მილაკს, კვლავ უწოდებენ "ბრაუნის მილს" გერმანულენოვან ქვეყნებში ((Braunsche Röhre) და სხვა ქვეყნებში, როგორიცაა კორეა და იაპონია.
ბრაუნი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში (სანამ ა.შ.შ ჩაერთვებოდა ომში), რათა დაეცვა გერმანიის რადიოსადგური ნიუ-იორკში, ბრიტანელების მიერ მართული მარკონის კორპორაციისგან. როდესაც ამერიკა ჩაერთო ომში, ბრაუნი ოფიციალურად დატოვეს ამერიკაში საგამოძიებო მიზნებისთვის, თუმცა თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ბრუკლინში.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ფერდინანდ ბრაუნი, გარდაიცვალა ომის დასრულებამდე 1918 წელს ბრუკლინში, საკუთარ სახლში.
კარლ ფერდინანდ ბრაუნის სახელობის პრიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს ინფორმაციული დისპლეის საზოგადოებამ შექმნა კარლ ფერდინანდ ბრაუნის სახელობის პრიზი, რომელიც გაიცემა გამოჩენილი ტექნიკური მიღწევებისთვის დისპლეის ტექნოლოგიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 509.