კაპიტი
მშობ. სახელი: ინგლ. Kapiti | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ტასმანის ზღვა |
კოორდინატები | 40°52′ ს. გ. 174°54′ ა. გ. / 40.867° ს. გ. 174.900° ა. გ. |
ფართობი | 19,65 კმ² |
სიგრძე | 8 კმ |
სიგანე | 2 კმ |
უმაღლესი წერტილი |
521 მ ტუტერემოანის მთა |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
კაპიტი (ინგლ. Kapiti) — პატარა კუნძული ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით. ადმინისტრაციულად შედის უელინგტონის რეგიონში. მაორის ხალხს შორის კუნძული ასევე ცნობილია «მოტუ-რონგონუი»-ს (ინგლ. Motu rongonui სახელით; მაორის ენიდან ენიდან თარგმანში «ცნობილი კუნძული») სახელით[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაპიტი წარმოადგენს შედარებით პატარა კუნძულს ტასმანიის ზღვაში. ფართობი — 19,65 კმ²., სიგრძე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ შეადგენს 10 კმ-ს, სიგანე— 2 კმ-ს[2]. ჩრდილოეთ კუნძულისგან გამოყოფილია რაუოტერანგის არხით. კუნძულის უმაღლესი წერტილია ტუტერემოანის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 521 მეტრზე მდებარეობს[2]. გეოლოგიური თვალსაზრისით, კაპიტი წარმოადგენს წყალში ჩაძირული მთის ქედის წვეტს, რომელიც ჩამოყალიბებულია მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ[3].
ზღვისკენ მდებარე დასავლეთი ნაპირი კლდოვანია, ახასიათებს მაღალი კლიფები, რომლებიც რამდენიმე ასეული მეტრისაგან შედგება. კლიფებს ძლიერად აწყდება დასავლეთის ქარები. მათზე იზრდება ტანდაბალი მცენარეულობა, რომელიც შეგუებულია მკაცრ გარემო პირობებს. იზრდება ასევე ხეები, რომელთაგან გამოირჩევა ტავა, კოჰეკოჰე და კანუკა[4].
დღეისათვის კაპიტი იმავე დასახელების ნაკრძალის ნაწილია, ამიტომ კუნძულის დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაა. იქ ბუდობს ფრინველთა დიდი მრავალსახეობა, მათ შორის ტაკაჰე (ლათ. Porphyrio hochstetteri) , კოკაკო (ლათ. Callaeas cinerea), ახალზელანდიური მედონოს-ჰიჰი, ნაცრისფერი ჩიროკი (ლათ. Anas chlorotis), ტიკო (ლათ. Philesturnus carunculatus), ახალზელანდიური ბუ (ლათ. Ninox novaeseelandiae)[4]. 1890 წლიდან 1910 წლამდე პერიოდში კუნძულზე გამოიყვანეს ჩრდილოეთის (ლათ. Apteryx) და პატარა კივის (ლათ. Apteryx owenii) რამდენიმე ჯიში, რომლებიც დღესაც კი ფართედაა გავრცელებული კაპიტიზე[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ტრადიციული მოსახლეობაა მაორის ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც დასახლდნენ კაპიტიზე XI საუკუნეში, მოგზაურების ტოის და ფატონგას მიერ კუნძულის აღმოჩენიდან იმავდროულად[1]. ადრეულ წლებში ადგილობრივი მოსახლეობა, იმისათვის, რომ შემოევლოთ კუნძულისთვის, უფრო ირჩევდნენ არ წასულიყვნენ მცენარეთა ხშირ ნაზარდებში, არამედ გარს უვლიდნენ მას კანოეებით. კაპიტი თამაშობდა მთავარ როლს მაორელთა ცხოვრებაში, რადგან ის იყო ბაზა მეთევზეობისა და ნადირობისა ადგილობრივ ფრინველებზე.
კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც 1770 წელს მას დაარქვა «კუნძული ენტრი» (ინგლ. Entry Island)[1].
1823 წელს კაპიტი დაიპყრო ნგატი-ტოას ტომის მეომრებმა, რომლებსაც მეთაურობდა ბელადი ტე რაუპარაჰა. შემდგომ წლებში კუნძული მათთვის იყო უმთავრესი სტრატეგიული ბაზა, საიდანაც ხდებოდა ლაშქრობები სამხრეთ კუნძულზე, მათ შორის, ხდებოდა გაცურვები მდინარე უონგანუიმდე და თანამედროვე მარლბოროს რეგიონამდე. ამას გარდა, კაპიტიზე მდებარეობდა მოხერხებული უბე, საიდანაც ხდებოდა ვაჭრობა სელით, რომელიც ახალ ზელანდიაში ევროპელების გამოჩენის შემდეგ იცვლებოდა მუშკეტებზე[1].
1839 წელს კაპიტიზე გამოჩნდნენ პირველი ევროპელი ვეშაპდამჭერები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ვეშაპების დაჭერით 1847 წლამდე, როდესაც იგი შეწყდა ეკონომიკური არაეფექტიანობის გამო[1][3]. კაპიტის და მის შორიახლოს მდებარე პატარა კუნძულების აყვავების წლებში მოქმედებდა შვიდამდე ვეშაპდამჭერი ბაზა. 1840-იან წლებში კუნძული გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის: აქ შემოიყვანეს ცხვრები, ღორები, ირმები, კატები და ძაღლები. მაგრამ უკვე 1860-იან წლებში გასაგები გახდა, რომ კაპიტიზე სოფლის მეურნეობის განვითარება ხელსაყრელი არ იყო სახნავი მიწების უკმარისობისა და პირუტყვის ტრანსპორტირების მაღალი ღირებულების გამო, ამიტომ იმ დროისათვის კუნძულზე დარჩა მხოლოდ ორი ფერმერთა ოჯახი[1].
1870 წელს ახალზელანდიელმა ნატურალისტებმა დაინახეს კუნძულში პოტენციური ადგილი ფრინველების ნაკრძალის გასახსნელად, და უკვე 1897 წელს კაპიტი გახდა დარეზერვირებული ამ მიზნებისათვის. მიუხედავად ამისა ახალი ზელანდიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის სამმართველოს დაქვემდებარების ქვეშ კუნძული გადავიდა მხოლოდ 1987 წელს[3].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kapiti Island Nature Reserve, Department of Conservation
- Short-tailed bat translocation project
- Kapiti Island Nature Reserve დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine. , Nature Coast Enterprise
- Kapiti Marine Reserve დაარქივებული 2009-03-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Kapiti – a changing resource. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
- ↑ 2.0 2.1 Kapiti Island Nature Reserve. Features. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-08. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Kapiti Island Nature Reserve. History. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-05. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Kapiti Island Nature Reserve. Conservation. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-05. ციტირების თარიღი: 2010-04-05.