კაკბის ბალახი
იერსახე
კაკბის ბალახი, დრიადი (ლათ. Dryas) — მარადმწვანე გართხმული ბუჩქოვანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ათზე მეტი სახეობა გავრცელებულია არქტიკულ და სუბარქტიკულ რაიონებში, ჩრდილო ზომიერი სარტყლის მაღალმთიანეთში ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
საქართველოში ერთადერთი სახეობაა — კავკასიის ენდემი Dryas caucasica. კაკბის ბალახს იყენებენ „ალპური გორაკების“ მოსაწყობად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 324.