კავკასიური სოჭი
კავკასიური სოჭი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Albies nordmanniana | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42293 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
კავკასიური სოჭი, ნორდმანის სოჭი (ლათ. Abies nordmanniana) — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შეკრულ ხეთადგომაში მისი პარამიდული ვარჯი დიდ სიმაღლეზე ტოტებისაგან გაწმენდილია, ეული ხე კი ძირიდანვე დატოტვილია, სიბერეში გადასულ ხეს ქერქი ღრმად და ტალღისებრად აქვს დაღარული. 2-3 (4) სმ სიგრძისა და 2-2,5 (3) მმ სიგანის წიწვები ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი 2 თეთრი ზოლი გასდევს.
წიწვები 9-12 წელს ცოცხლობს. ზედა ტოტებზე 12-20 სმ სიგრძის ბლაგვთავიანი გირჩები კელაპტრებივითა აქვს აღმართული, მომწიფებისას ზედვე იშლება ქერქლებად და ხეზე მხოლოდ დროებით რჩება გირჩის ღერძი.
გავრცელებულია კავკასიის დასავლეთ ნაწილში მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებსა და სამხრეთ მთიანეთის მესხეთის და თრიალეთის ქედებზე. საქართველოში მისი გავრცელების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი გადის მდინარე ალგეთზე, მანგლისთან.
კავკასიური სოჭი გვხვდება თურქეთში, პონტოს ქედის ფერდობებზე. იზრდება ზღვის დონიდან 1200-1500 მ-დან 2000-2300 მ-მდე. ადგილ-ადგილ ტყის მცენარეულობის გავრცელების სუბალპურ საზღვრამდეც ადის, მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებსა და ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში იგი დაბლა, ზღვის დონიდან 600 მ-მდე ეშვება. ქმნის წმინდა კორომებს, ხშირად კი შერეულია ნაძვთან და წიფელთან.
კავკასიური სოჭი ჩრდილის ამტანი და სიცივეგამძლეა. მგრძობიარეა ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის სიმშრალისადმი, სუსხზე კი აღმონაცენი უზიანდება. მეზოფილური ჯიშია, თუმცა ჭარბტენიან ნიადაგს გაურბის. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე. მცირედ დაქანებულ ფერდობებზე საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს და ქარგამძლეცაა.
შედარებით რბილი და მტვრევადი მერქანი აქვს, მაგრამ მაინც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. მნიშვნელოვანია ქაღალდის წარმოებაში. ცოცხლობს 600-700 წელს. თესლს იძლევა 30-40 წლისა (კორომში უფრო გვიან). ყვავილობს მაისში, თესლი სცვივა ოქტომბერ-ნოემბერში. დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 312.