შინაარსზე გადასვლა

იუტაკა ოძაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუტაკა ოძაკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი 1965
დაბ. ადგილი ტოკიო
გარდ. თარიღი 25 აპრილი 1992
გარდ. ადგილი ტოკიო
დასაფლავებულია Tokorozawa
ჟანრ(ებ)ი იაპონური როკი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
გიტარა
ჰარმონიკა
აქტიური 1983–1992
იუტაკა ოძაკი ვიკისაწყობში

იუტაკა ოძაკი (尾崎 豊 yutaka ozaki; დ. 29 ნოემბერი, 1965 — გ. 25 აპრილი, 1992) — იაპონელი მუსიკოსი.

იუტაკა ოძაკი დაიბადა ტოკიოში, სეტაგაიაში, კინუე და კენიჩი ოძაკების ოჯახში. 1973 წელს მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნებების შესწავლა და განაგრძობდა ვარჯიშს მთელი ცხოვრება. 1975 წლის იანვარში მან დაიწყო პიანინოზე დაკვრა და ამავე წლის მარტში დაწერა თავისი პირველი სიმღერა. 1978 წელს მონაწილეობა მიიღო თავისი სკოლის კულტურულ ფესტივალში, სადაც იგი შეამჩნია პროდიუსერმა აკირა სუდომ. აღსანიშნავია, რომ ოძაკი თავისი სიმღერებისთვის ტექსტსაც და მუსიკასაც თავად წერდა. 1992 წლის 25 აპრილს ოძაკი იპოვნეს ტოკიოში ნასვამი, უგონო მდგომარეობაში. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად დასახელდა ფილტვების შეშუპება, თუმცა გავრცელდა უამრავი სხვა ვერსიაც, მათ შორის მკვლელობა. მას დარჩა მეუღლე შიგემი და შვილი ჰიროია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]