იუნ ბო სონი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის იუნი, ხოლო სახელი — ბო სონი. |
იუნ ბო სონი | |
სამხრეთ კორეის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აგვისტო, 1960 – 22 მარტი, 1962 | |
წინამორბედი | ლი სინ მანი |
მემკვიდრე | პაკ ჩონ ჰი |
სეულის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 დეკემბერი, 1948 – 5 ივნისი, 1949 | |
წინამორბედი | კიმ ჰიონ მინი |
მემკვიდრე | ლი გი ბუნი |
დაბადებული | 26 აგვისტო, 1897 ასანი, კორეა |
გარდაცვლილი | 18 ივლისი, 1990 სეული, სამხრეთი კორეა |
იუნ ბო სონი (კორ. 윤보선; დ. 26 აგვისტო, 1897 — გ. 18 ივლისი, 1990) — სამხრეთ კორეის მეორე პრეზიდენტი 1960-1962 წლებში.
დაიბადა ქალაქ ასანში. 1930 წელს მიიღო ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 1945 წლიდან პოლიტიკაშია. ითვლებოდა ლი სინ მანის აქტიურ მხარდამჭერად. 1948 წელს სეულის მერად დაინიშნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრია. მალევე დაიწყო ლი სინ მანის გატარებული პოლიტიკის გაკრიტიკება. 1954 წელს აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში. ერთი წლის შემდეგ დააარსა დემოკრატიული პარტია.
ლი სინ მანის რეჟიმის დამხობის შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. პაკ ჩონ ჰის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მცირე ხნით კვლავ ინარჩუნებდა თანამდებობას, თუმცა 1962 წლის 22 მარტს გადადგა თანამდებობიდან. იყო პაკ ჩონ ჰის ოპოზიციაში. ორჯერ სცადა პრეზიდენტობა, მაგრამ წარუმატებლად. 1980 წელს წავიდა პოლიტიკიდან და გადაინაცვლა კულტურის სფეროში.
გარდაიცვალა 1990 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2006-05-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)