შინაარსზე გადასვლა

ირლანდიურ-ანგლო-საქსური ანბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკოზის სახარების დასაწყისი დაროუს წიგნში — კუნძულის უმნიშვნელოვანეს მანუსკრიპტში.

ირლანდიურ-ანგლო-საქსური ანბანი (კუნძულის მანუსკრიპტი) — შუა საუკუნეებში ირლანდიასა და ბრიტანეთში გავრცელებული დამწერლობის ტიპი. მოგვიანებით კონტინენტის ე.წ. კელტური ეკლესიის გავლენის ქვეშ მოქცეულ რელიგიურ ცენტრებში გამოიყენებოდა.

ეს შრიფტი ირლანდიაში VII საუკუნეში გაჩნდა და XIX საუკუნემდე არ გამოსულა ხმარებიდან, თუმცა აყვავების პერიოდი მაინც 600-850 წწ. მოდის. კუნძულის ეს დამწერლობა კონტინენტის უნციალთან და ნახევარუნციალთან მჭიდროდაა დაკავშირებული: ამდენად, კუნძულის ნახევარუნციური მაიუსკული ფაქტობრივად იდენტურია ნახევარუნციალისა.

კუნძულის მანუსკრიპტით შესრულებულ ტექსტებში საკმაოდ ხშირია წითელი ფერის პუნქტირით გარსშემოვლებული მთავრული ასოები (რაც არც თუ იშვიათად გვხვდება ბრიტანულ და ირლანდიურ წყაროებში). ხშირია ე.წ. diminuendo-ც: წინადადების ბოლოს ასოების სიმაღლის დადაბლება. ხაზსზემოთ დასაწერ ასოებს (b, d, h, l) სამკუთხა ან სოლისებრი ბოლოები აქვთ. ამ ასოებში b, d, p, q, ვერტიკალური შტრიხები მეტისმეტად ფართოა. გამოიყენება უამრავი ლიგატურა და შემოკლებანი, გარდა ამისა, ტირონული ნიშნები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]