შინაარსზე გადასვლა

იოან გურკუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოან გურკუფი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იოან მიგელ გურკუფი
დაბადების
თარიღი
11 ივლისი, 1986 (1986-07-11) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
პლემო, საფრანგეთი
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლიონი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
1992-2001 ლორიენი
2001-2003 რენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2006 რენი 66 (6)
2006-2009 მილანი 36 (1)
2008-2009 ბორდო (იჯარით) 37 (12)
2009-2010 ბორდო 32 (6)
2010- ლიონი 40 (9)
ეროვნული ნაკრები
2002-2003 საფრანგეთის U17 12 (2)
2003 საფრანგეთის U18 4 (1)
2004-2005 საფრანგეთის U19 17 (7)
2004-2005 საფრანგეთის U21 18 (4)
2004-2005 საფრანგეთი 29 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იოან მიგელ გურკუფი (​[jɔ.an ɡuʁ.kyf]; დ. 11 ივლისი, 1986, პლემო, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ფრანგულ ლიონში თამაშობს.ის არის შემტევი ნახევარმცველი და მას აკისრია გამთამაშებლის როლი. მისი შთამბეჭდავი ტექნიკის გამო, მას ფრანგ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს ადარებდნენ, თუმცა ჯერჯერობით მან ვერ შეძლო ამის გამართლება. მისი მამა, კრისტიან გურკუფი, ამჟამად ლორიენის მწვრთნელია. სწორედ აქ დაიწყო იოანმა თავისი კარიერა. გურკუფის კარიერა ძალიან კარგად წარიმართა. მან საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2005 წელს. მისით იტალიური მილანი დაინტერესდა და ის მალე იტალიურ კლუბში აღმოჩნდა, სადაც არც თუ ისე კარგად მოექცნენ. თვითონაც დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. 2008 წელს ის იჯარით ფრანგულ ბორდოში გადავიდა, სადაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. კლუბთან ერთად ლიგა 1 და ლიგის თასის მოპოვება შეძლო.ამ ყველაფერთან ერთად ის წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი გახდა და წლის საუკეთესო გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში.მან ბორდოსთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. გუნდი 2009-2010 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე გავიდა. მეორე ფრანგულმა კლუბმა, ლიონმა შეძლო მათი შეჩერება.სწორედ იმ ლიონმა, სადაც გურკუფი ამჟამად ირიცხება.

გურკუფი საფრანგეთის ნაკრებში 2008 წლის 11 აგვისტოს გამოიძახეს შვედეთის წინააღმდეგ ის 92 წუთზე გამოვიდა მოედანზე, ის მატჩი ფრანგებმა 3-2 მოიგეს. იოანმა პირველივე ოფიციალურ თამაშში რუმინეთის წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა დაახლოებით 35 მეტრიდან. გურკუფი თითქმის სულ ხვდებოდა ნაკრებში. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გურკუფმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,თუმცა ამას წინ უძღვოდა სკანდალი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში მოხდა, რის გამოც საფრანგეთმა ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მოხსნეს.

ნაკრებში ლორან ბლანის მოსვლის შემდეგ გურკუფი კვლავ დაუბრუნდა ნაკრებს და იგი გამოძახებული იქნა რუმინეთის და ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ. რუმინეთთან იგი შეცვლაზე შემოვიდა და გოლის გატანაც მოახერხა, ფრანგებმა კი 2:0 იმარჯვეს. ლუქსემბურგთან კი მან "სტარტერად" დაიწყო და ქარიმ ბენზემას ასისტიც დაუდო, ეგ თამაშიც ფრანგებმა 2:0 მოიგეს.

საკლუბო:

რენი

მილანი

ბორდო

ლიონი

სანაკრებო

პირადი

  • ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელი (2008-09)
  • ლიგა 1-ის წლის გუნდი (2): (2008-09, 2009-10)
  • ლიგა 1-ის წლის გოლი (2008-09)
  • საფრანგეთის წლის ფეხბურთელი (2009)
  • UNFP-ის თვის ფეხბურთელი (2): (მარტი 2006, აპრილი 2009)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]