შინაარსზე გადასვლა

იზმითის მიწისძვრა (1999)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზმითის მიწიძვრა
იზმითის მიწისძვრით დაზიანებული შენობა
იზმითის მიწისძვრა (1999) — თურქეთი
იზმითის მიწისძვრა (1999)
თარიღი 17 აგვისტო, 1999
დრო 00:01:38
ხანგრძლივობა 37 წამი[1]
მაგნიტუდა 7,6[2][3]
სიღრმე 15 კმ
ეპიცენტრის მდებარეობა 40°49′N 29°59′E / 40.81° ჩ. გ. 29.98° ა. გ. / 40.81; 29.98[1]
ტიპი ნასხლეტური
დაზარალებული ტერიტორია თურქეთის დროშა თურქეთი
ზარალი 3–8.5 მილიარდი $[3]
ინტენსიურობა IX[4]
ცუნამი 2.52 მეტრი[3]
მსხვერპლი 17 118–17 127 გარდაცვლილი,[3]
43 953–50 000 დაშავებული[3]

მიწისძვრა ქალაქ იზმითში, თურქეთში 1999 წლის 17 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:01 საათზე (UTC 03:00) მოხდა. მიწისძვრის შედეგად 17 000 ადამიანი გარდაიცვალა[5] და 250 000 ადამიანის უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრის სიმძლავრემ 7,6 მაგნიტუდა შეადგინა და მისი მაქსიმალური მერკალი ინტენსივობა IX იყო. მიწისძვრა სულ 36 წამი გაგრძელდა და ქალაქ იზმითს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

მიწისძვრა მოხდა ჩრდილოეთ ანატოლიის დასავლეთ ნაწილში. ანატოლიის ფილა, რომელიც ძირითადად თურქეთს მოიცავს წელიწადში დაახლოებით 2–2,5 სმ-ით გადაადგილდება, რომლის ჩრდილოეთით ევრაზიული, ხოლო სამხრეთით - არაბული ფილაა განთავსებული.[6] მიწისძვრების უდიდესი ნაწილი, რომელიც თურქეთში ხდება, სწორედ ანატოლიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში ხდება.

იზმითის მიწისძვრის გარღვევის სიგრძე 150 კილომეტრი იყო ქალაქ დუზჯედან მარმარილოს ზღვის იზმითის ყურემდე.[7]

მიწისძვრამ ზიანი მიაყენა სტამბოლის დასავლეთ ნაწილში მდებარე ავჯილარის რაიონს. ეს რაიონი აშენდა კონსოლიდირებულ დანალექ ქანებზე, რაც ამ რაიონს ნებისმიერი მიწისძვრისგან დაუცველს ხდის.[8]

მიწისძვრა ძლიერ იგრძნობოდა იზმითში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, საავტომობილო ქარხნებში, თურქეთის საზღვაო ძალების შტაბსა და საწყობში გიოლჯიუქში. მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სტამბოლსაც, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 70 კილომეტში მდებარე ქალაქს.[1]

თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, 1999 წლის 19 ოქტომბერს დაიღუპა 17 127 ადამიანი და 43 959 დაშავდა, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მონაცემებით დაზიანებულთა და დაშავებულთა რიცხვები თითქმის თანაბარი იყო და 45 000-ს აღემატებოდა.[5] 1999 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად იზმითში დაინგრა დაახლოებით 20 000 შენობა, 250 000-ზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.[9]

იზმითის მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ტრანსევროპულ საავტომობილო მაგისტრალს (E80). დაზიანდა 20-მდე ვიადუკი, 5-მდე გვირაბი და რამდენიმე ესტაკადა.[10]

მიწისძვრამ კატასტროფული ხანძარი გამოიწვია თიუპრაშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ხანძარი დაიწყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტანკერთა ბაზაზე და მოგვიანებით თიუპრაშის ჰოლდინგის ტანკერს გადაედო. წყლის მილსადენები მიწისძვრის გამო დაზიანდა, ამიტომ ხანძრის სწრაფად ჩაქრობა ვერ მოხერხდა. სამაშველო ღონისძებებში ჩართული იყო ვერტმფრენებიც. ხანძრიდან დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსზე ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი ხუთი დღის შემდეგ ჩააქრეს. შედეგად განადგურდა 17-მდე ტანკერი.[11]

მიწისძვრამ მარმარილოს ზღვაში ცუნამი გამოიწვია, რომლის სიმაღლე დაახლოებით 2,5 მეტრი იყო. ცუნამმა 155 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.[12]

მიწისძვრას მასიური საერთაშორისო რეაგირება მოჰყვა, რომლებიც ნანგრევების ქვეშ დარჩენილების, ასევე დაშავებულებისა და უსახლკაროების დახმარებას ცდილობდნენ. სამაშველო ჯგუფები სტიქიიდან 24-48 საათში გააგზავნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლებმა.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია რომელმა ქვეყნებმა რომელ ქალაქებში გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები:

ადგილმდებარეობა უცხოური სამაშველო ჯგუფი ქვეყნიდან:
გიოლჯუქი, ქოჯაელი უნგრეთი, ისრაელი, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა, ბელგია, რუსეთი
იალოვა გერმანია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი,[13] დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრია, რუმინეთი, სამხრეთი კორეა
ავჯილარი საბერძნეთი, გერმანია
იზმითი, ქოჯაელი რუსეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისლანდია, სამხრეთი კორეა
საქარია ბულგარეთი, ეგვიპტე, გერმანია, ესპანეთი
დუზჯე პოლონეთი,[13] დიდი ბრიტანეთი
ბაირამფაშა, სტამბოლი იტალია
ქართალი, სტამბოლი აზერბაიჯანი
მიწისძვრის ინტენსივობის რუკა

1999 წლის 19 აგვისტოს ძებნისა და გადარჩენის პროცესი. წყარო USAID

საერთო ჯამში, სამაშველო საქმიანობაში თორმეტი ქვეყნის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ BP-მა გაააქტიურა Oil Spill Response Limited, რომლის წარმომადგენლებსაც მიწისძვრის შედეგად მარმარილოს ზღვაში დიდი რაოდენობით ჩაღვრილი ნავთობი უნდა შეეფასებინათ და შეძლებიდაგვარად აღმოეფხვრათ პრობლემა.[14]

საბერძნეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაგზავნა თურქეთში.[15] მიწისძვრიდან რამდენიმე საათში საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა მათ კოლეგებს თურქეთში და მეზობელ ქვეყანაში ელჩები გაგზავნა. საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტრომ TUPRAS ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის ჩაქრობაში 24 კაციანი ჯგუფი და 2 გაწვრთნილი ძაღლი ჩართო, ასევე ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნა თვითმფრინავები.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის დასახმარებლად გაერთიანებულმა სამეფომ დაუყოვნებლივ გამოყო 50 000 გირვანქა სტერლინგი, ხოლო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამ 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო დაზარალებულების დასახმარებლად.

მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი[16] პაკისტანის პრემიერ მინისტრთან, ნავაზ შარიფთან ერთად სტამბოლსა და იზმითს ეწვია რათა შეესწავლათ დაზიანების დონე და შეხვედროდნენ გადარჩენილებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Barka, A. (1999), "The 17 August 1999 Izmit Earthquake", Science 285 (5435): 1858–1859,
  2. ISC (2014), ISC-GEM Global Instrumental Earthquake Catalogue (1900–2009), Version 1.05, International Seismological Centre, http://www.isc.ac.uk/iscgem/index.php
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 USGS (September 4, 2009), PAGER-CAT Earthquake Catalog, Version 2008_06.1, United States Geological Survey, https://earthquake.usgs.gov/static/lfs/data/pager/catalogs/
  4. USGS (December 1, 2008), EXPO-CAT Earthquake Catalog, Version 2007-12, United States Geological Survey, https://earthquake.usgs.gov/static/lfs/data/pager/catalogs/
  5. 5.0 5.1 Marza, Vasile I. (2004). „On the death toll of the 1999 Izmit (Turkey) major earthquake“ (PDF). ESC General Assembly Papers, Potsdam: European Seismological Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 April 2008. ციტირების თარიღი: 5 March 2008. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  6. USGS. (June 18, 2012) Tectonic summary. Historic Earthquakes Magnitude 7.6 TURKEY 1999 August 17 00:01:39 UTC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2 February 2013
  7. Reilinger, R.E.; Ergintav S.; Bürgmann R.; McClusky S.; Lenk O.; Barka A.; Gurkan O.; Hearn L.; Feigl K.L.; Cakmak R.; Aktug B.; Ozener H. & Töksoz M.N. (2000). „Coseismic and Postseismic Fault Slip for the 17 August 1999, M = 7.5, Izmit, Turkey Earthquake“ (PDF). Science. 289 (5484): 1519–1524. Bibcode:2000Sci...289.1519R. doi:10.1126/science.289.5484.1519. PMID 10968782.
  8. Ergin, M.; Özalaybey S.; Aktar A. & Yalçin M.N. (2004). „Site amplification at Avcılar, Istanbul“ (PDF). Tectonophysics. 391 (1–4): 335. Bibcode:2004Tectp.391..335E. doi:10.1016/j.tecto.2004.07.021.
  9. Gurenko, Eugene; Lester, Rodney; Mahul, Olivier; Gonulal, Serap Oguz (2006) Earthquake Insurance in Turkey: History of the Turkish Catastrophe Insurance Pool (en). World Bank Publications, გვ. 1. ISBN 9780821365847. 
  10. Lusas software, "Seismic Assessment of the Mustafa Inan Viaduct"
  11. (2005) რედ. Scawthorn: Fire Following Earthquake. Reston, VA: ASCE, NFPA. ISBN 9780784407394. ციტირების თარიღი: 2021-03-26.  დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine.
  12. National Geophysical Data Center. Tsunami event. ციტირების თარიღი: 2 February 2013
  13. 13.0 13.1 Komenda Miejska Państwowej Straży Pożarnej w Nowym Sączu.
  14. Girgin S. (2011). „The natech events during the 17 August 1999 Kocaeli earthquake: aftermath and lessons learned“. Natural Hazards and Earth System Sciences. 11 (4): 1129–1140. Bibcode:2011NHESS..11.1129G. doi:10.5194/nhess-11-1129-2011.
  15. ბერძნული და საერთაშორისო დახმარება თურქეთში
  16. Bill Clinton visits İzmit, Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-10. ციტირების თარიღი: 2021-03-26.