იგლუ
იგლუ — კანადელი ესკიმოსების ზამთრის საცხოვრებელი.
იგლუ შენდება თოვლის ბლოკებისგან და წარმოადგენს გუმბათისებრ კონსტრუქციას. როგორც წესი იგლუს დიამეტრია 3-4 მეტრი და სიმაღლე 2 მეტრამდე. ღრმა თოვლისას იგლუს შესასვლელი კეთდება თოვლში გათხრილი გვირაბის სახით, ხოლო თუ თოვლის საფარი არაა სქელი, მაშინ გარედან თოვლის ბლოკებისგან კეთდება დერეფანი, ეს იგლუს ქარისგან იცავს. თოვლი კარგი თბოიზოლატორია, ამიტომ როდესაც ჰაერის ტემპერატურა −40 −45 გრადუსია, შიგნით ტემპერატურა შესაძლოა მერყეობდეს −7-დან 26 გრადუსამდე. იგლუს სპეციალურად არ ათბობენ. ცივი ჰაერის შემოდინება უზრუნველყოფს თოვლის შიდა ზედაპირის გაყინვას, რაც არ იძლევა იგლუს დადნობის საშუალებას.
იგლუს ასაშენებლად აუცილებელია დიდხანს ნადები კარგად გამაგრებული თოვლი. ბლოკების დაჭრა ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტით შეიძლება. გამოჭრა იმ მხრიდან იწყება, საიდანაც ქარი უბერავს, რადგან აქ თოვლი უფრო მკვრივია. ხანდახან თოვლის ბლოკებთან ერთად ყინულიც გამოიყენება, რათა იგლუში სინათლემ შეაღწიოს. იგლუს ჭერში ტოვებენ ღია ხვრელს ვინტილაციისთვის და განათებისთვის.
იგლუს არქიტექტურა უნიკალურია. მისი ბლოკები სპირალურად ლაგდება ისე, რომ კედლები თავისუფლად იტანს სახურავის სიმძიმეს, ხოლო ვინტილაცია არ აძლევს თოვლს გადნობის საშუალებას.
იგლუში დასაძინებელი ადგილები ამაღლებულ პლატფორმაზეა, ვინაიდან თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ხოლო ცივი ქვემოთ ჩადის. ზოგი ტონები იგლუში ცხოველთა ტყავებს აფენენ მეტი სითბოსთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Richard Gv. Condon, Julia Ogina and the Holman Elders, The Northern Copper Inuit (ISBN 0-8020-0849-6)
- Igloo – the Traditional Arctic Snow Dome