შინაარსზე გადასვლა

იამადა ოტოძო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იამადა ოტოძო

იამადა ოტოძო დაიბადა 1881 წელს. 1901 წლიდან იგი სამხედრო სამსახურშია. 1903 წელს ამთავრებს სამხედრო სასწავლებელს. 1934-1937 წწ. იგი იაპონიის გენერალური შტაბის აკადემიის უფროსია. 1937 წლიდან ჯერ დივიზიის, ხოლო შემდგომ კორპუსის მეთაურია მანჯურიაში განთავსებული იაპონური ჯარებისა. 1939 წელს იგი ინიშნება იაპონიის საექსპედიციო ჯარების მთავარსარდლად ცენტრალურ ჩინეთში. 1940 წელს იამადას მიენიჭა გენერლის საპატიო წოდება. 1944 წლიდან იგი მეთაურობს კვანტუნის არმიას, რომელიც 1945 წელს დაამარცხა საბჭოთა ჯარებმა. 1945 წლიდან იგი ტყვეობაში იმყოფებოდა სსრკ-ში და მხოლოდ 1956 წელს მოხდა მისი რეპატრირება იაპონიაში. გენერალი იამადა გარდაიცვალა 1965 წელს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იამადა_ოტოძო“-დან