შინაარსზე გადასვლა

თოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოხი
გლეხი იყენებს თოხს

თოხი — მიწის სათოხნი ბრტყელპირიანი რკინის იარაღი. გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. დანიშნულების მიხედვით იყო საღომე, სასიმინდე, სავენახე, საბოსტნე და სხვა. თოხებს სხავადასხვა სახელი ერქვა: კეკო, ბრტყელი, ლინგა, ყუიანი, ყუნწიანი, მხრებიანი, მხრებდაქნილი, ჩეკია და სხვა. საქართველოში უფრო ორი ტიპის თოხს ხმარობდნენ — მხრებდაქნილს („იმერული“) და ბრტყელს, ოთხკუთხას („ქართული“).

ნიადაგის დამუშავებას იწყებდნენ თოხით, მიწას თოხნიდნენ, აფხვიერებდნენ და სარეველა ბალახისგან, მავნე პარაზიტებისგან ასუფთავებდნენ.

არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილ მასალაში თოხი უძველესი დროიდან ჩანს. ენეოლითის ხანაში ამ მიზნით ცხოველთა ლულოვან ძვლებს და რქებს იყენებდნენ. ბრინჯაოს ხანაში კი გაჩნდა ლითონის თოხების ნაირსახეობა.[1]

ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში ბრინჯაოს თოხები და სამეურნეო დანიშნულების სეგმენტური იარაღი კოლხეთის სამეფოდან დიდი რაოდენობით გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში ბრინჯაოს თოხებთან ერთად ხმარობდნენ რკინის თოხებსაც.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თოხი&oldid=4372064“-დან