თომას პინჩონი
თომას პინჩონი (ინგლ. Thomas Ruggles Pynchon, Jr.; დ. 8 მაისი, 1937) — ამერიკელი რომანისტი. მისი მხატვრული და არამხატვრული ტექსტები ჟანრებისა და თემების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორისაა ისტორია, მუსიკა, მეცნიერება და მათემატიკა. პინჩონი მაკარტურის ფონდის სტიპენდიატი იყო.
დაიბადა ლონგ აილენდზე. ორი წლის მანძილზე მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ძალებში. კორნელის უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის განხრით დაამრავრა. რომანების წერა, რომლითაც მკითხველი დღეს მას იცნობს, 1950-იანი წლების მიწურულსა და 1960-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, ესენია: „V“ (1963), „ლოტ-49-ის გამოცხადება“ (1966) და „გრავიტაციის ცისარტყელა“ (1973). ამ უკანასკნელისთვის მან აშშ-ის ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო.[12] მისი 2009 წლის რომანის „თანდაყოლილი ნაკლის“ მიხედვით 2014 წელს რეჟისორმა პოლ ტომას ანდერსონმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა იათაშვილი. (იანვარი 23, 2015) განდეგილი მწერლის „შეთქმულების თეორია“. რადიო თავისუფლება.
- Inherent Vice Diagrammed მკითხველის გზამკვლევი პინჩონის რომანისთვის თანდაყოლილი ნაკლი
- თომას პინჩონი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- თომას პინჩონი საიტზე Internet Speculative Fiction Database
- Thomas Pynchon – ThomasPynchon.com
- The Thomas Pynchon Wiki
- Pynchon Notes
- Pynchon in Public Podcast დაარქივებული 2021-09-07 საიტზე Wayback Machine.
- თომას პინჩონი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში