შინაარსზე გადასვლა

თამარ კორძაია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ კორძაია
საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მაისი, 2013 – 18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული18 მაისი, 1977 (1977-05-18) (47 წლის)
სოხუმი
საარჩევნი ოლქინაძალადევი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტია„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (2021-მდე)
საქმიანობაჟურნალისტი, პოლიტიკოსი

თამარ კორძაია (დ. 18 ივლისი, 1977, სოხუმი) — ქართველი იურისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი (2013, 2020).

დაიბადა 1977 წლის 18 ივლისს. 1999 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის და ინფორმაციის თავისუფლების პროექტების ხელმძღვანელი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2013 წელს — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში — საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. 2016 წელს იყო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1] 2021 წლის 4 ივნისს განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  2. „თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)