ზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა | |
---|---|
ზურაბ სოტკილავა | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ზურაბ სოტკილავა |
დაბ. თარიღი | 12 მარტი, 1937 |
დაბ. ადგილი | სოხუმი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
წარმოშობა |
სსრკ რუსეთი საქართველო |
გარდ. თარიღი | 18 სექტემბერი, 2017 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | ოპერის მოღერალი |
ზურაბ სოტკილავა ვიკისაწყობში |
ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა (დ. 12 მარტი, 1937, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2017[1], მოსკოვი, რუსეთი) — ოპერის მომღერალი, ტენორი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის შემდეგ სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაასრულა თბილისის კონსერვატორიის პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. 1965–1974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966–1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.
გააჩნდა ფართო და მრავალფეროვანი საკონცერტო რეპერტუარი. მისი შესრულება გამოირჩეოდა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით.
ზურაბ სოტკილავა არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის — „ოქროს ორფევსი“ (სოფია, 1968), ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის მეორე პრემია,[3] ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983) და სხვ.
1975 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში.
აფხაზეთის ომის შემდეგ გამოირჩეოდა მტკიცე სამოქალაქო პოზიციით, — ინტერვიუებსა და საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა. [4]
საოპერო პარტიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“)
- არზაყანი (ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“)
- მანრიკო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“)
- მარიო კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“)
- ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“)
- რადამესი (ჯაკომო პუჩინის „აიდა“)
- ინდოელი სტუმარი (ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“)
- ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ოტელო“)
- რიჩარდი (ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი“)
- ტურიდუ (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“)
- ცრუდიმიტრი I (მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“)
- გოლიცინი (მოდესტ მუსორგსკის „ხოვანშჩინა“)
- ისმაილი (ჯუზეპე ვერდის „ნაბუკო“)
- ედგარი (გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“)
- დონ ხოსე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1998 — შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
- 1997 — ღირსების ორდენი
- 1983 — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 1979 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
- 1976 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1973 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სვანიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 476-477.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემატური საიტები |
---|
Belcanto.ru · Biograph.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Mosconsv.ru · MusicBrainz · Ria.ru · ТАСС |
ვიდეო |
---|
YouTube |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა
- ↑ Зураб Соткилава // bolshoi.ru
- ↑ Зураб Соткилава // filarmonia.online
- ↑ ზურაბ სოტკილავას ხსოვნას
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 12 მარტი
- დაბადებული 1937
- გარდაცვლილი 18 სექტემბერი
- გარდაცვლილი 2017
- სოხუმში დაბადებულები
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები
- საბჭოთა მომღერლები
- საბჭოთა საოპერო მომღერლები
- ტენორები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- XX საუკუნის საოპერო მომღერლები
- XXI საუკუნის საოპერო მომღერლები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საოპერო ტენორები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- სოხუმის დინამოს ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1960)
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- ქართველი კლასიკური მუსიკოსები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები