შინაარსზე გადასვლა

ზუბარაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ზუბარაჰის ისტორიული ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კატარის დროშა კატარი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2013  (37-ე სესია)
ნომერი 1402
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1402
ინგლ.რუს.ფრ.

ზუბარაჰი, ალ-ზუბარაჰი, აზ-ზუბარაჰი — დანგრეული და მიტოვებული ქალაქი კატარის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, აშ-შამალის მუნიციპალიტეტში, კატარის დედაქალაქ დოჰადან 105 კილომეტრში. ზუბარაჰი არის კატარის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი.

ქალაქი ოდესღაც ყვაოდა მარგალიტების რეწვის გამო, ამას ხელს უწყობდა ის, რომ სავაჭრო პორტი მდებარეობდა ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის დასავლეთ ნაწილს შორის. ზუბარაჰი არის ყურეში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების სავაჭრო ქალაქების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესოდ შემონახული მაგალითი.

ქალაქის ფართობი დაახლოებით 400 ჰა-ს შეადგენს (60 ჰა მოქცეულია ძველი ქალაქის კედლებს შიგნით). არქეოლოგიური ძეგლი შედგება ადრეული შიდა და მოგვიანო გარე კედლებისაგან, ნავსადგურისაგან, ზღვის არხისაგან, მურაირის და უფრო გვიანდელი ზუბარაჰის ციხესიმაგრეებისაგან.

2013 წელს არქეოლოგიური ძეგლი ალ-ზუბარაჰი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]