შინაარსზე გადასვლა

ზოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზოტი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ზოტი
კოორდინატები 41°53′39″ ჩ. გ. 42°26′59″ ა. გ. / 41.89417° ჩ. გ. 42.44972° ა. გ. / 41.89417; 42.44972
დაარსდა 1878
ცენტრის სიმაღლე 820
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 893[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC 4
სატელეფონო კოდი 995
ზოტი — საქართველო
ზოტი
ზოტი — გურიის მხარე
ზოტი

ზოტისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი ზოტი). მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 820 მ., ჩოხატაურიდან 36 კმ. სოფელში 6 თვის განმავლობაში ზამთარია. სოფელში, თეთრიხევის ხეობაში, არის პირიტის საბადო. სოფლიდან 15 კილომეტრის დაშორებით არის საკურორტო ადგილი სანისლია, სადაც მოედინება თერმული მინერალური წყალი, რომელიც კურნავს საყრდენ-სამოძრაო ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადებებს. სოფელთან ახლოს, ზღვის დონიდან 2200-2400 მეტრზე მდებარეობს „კიდობანას მთა“, რომელსაც მოსახლეობა ზაფხულში საიალაღოდ იყენებს.

მოსახლეობას ძირითადად აჭარლები შეადგენენ, რომლებიც 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ზემო აჭარიდან, ღორჯომის თემიდან ზოტში გადასახლდნენ.[3] 1969 წლისთვის სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლი იყო.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1175 562 613
2014[1] 893 447 446

სოფელში მდინარე გუბაზოულზე იგეგმება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. „ზოტიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 48 მვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 225,1 მლნ კვტ. სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 104 125 550 აშშ დოლარს შეადგენს.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზოტის ჯამე

სოფელში მდებარეობს 1904 წელს აშენებული მეჩეთი.[5] მეჩეთი ხის ორსართულიანი შენობაა, რომელიც გუმბათის ფორმის მინარეთით მთავრდება. ინტერიერი კარგადაა განათებული, რასაც ორ რიგად განლაგებული ფანჯრები უზრუნველყოფს. მეჩეთს შიგნით, სამი კედლის გასწვრივ, ქანდარა გასდევს. სამხრეთ კედელში განთავსებულია მიჰრაბი. ერთ-ერთ კუთხეში კათედრა დგას. მეჩეთი ნატიფად მოხატული და მოჩუქურთმებულია. ჩუქურთმები და ფრიზი შეფერილია მწვანე, ფირუზისფერი და წითელი ფერებით. კედლები მოხატულია მცენარეული ორნამენტებით და ყვავილთა კონებით. აქ გამოყენებულია ცისფერი ფონი და ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე და შავი ფერები. გადმოცემის მიხედვით ინტერიერის მოხატულობა ჭან ომერს ეკუთვნის.

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ნაკეთობანი, ორნამენტიანი ქვები. „საყდრის ყელზე“, მდებარეობს შუა საუკუნეების ღომის ციხე. შემორჩენილია ციხის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები.[6]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
  3. პრობლემა მშვიდობიანი დიალოგით უნდა მოვაგვაროთ დაარქივებული 2014-08-15 საიტზე Wayback Machine. გაზეთი „ალიონი“
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  5. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10827
  6. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10821
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზოტი&oldid=4661083“-დან