ვალგამაა (ესტ.Valgamaa ან Valga maakond) — მაზრაესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქივალგა, რომელიც მდებარეობს ესტონეთ-ლატვიის საზღვარზე და წარმოიქმნა ქალაქ ვალკის (ლატვია) გაყოფის შედეგად 1920 წელს. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 2 ქალაქი (ვალგა და ტირვა) და 11 თემი.
რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი ტბა. განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია.
მაზრის მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი ესტონეთისა, მცირდება. მაზრის შობადობის კოეფიციენტი2006 წელს იყო 9,1 %, ხოლო სიკვდილიანობისა - 15,1 %. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: