შინაარსზე გადასვლა

დოსა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრაშუნა სტილის დოსა

დოსა ბრინჯისაგან დამზადებული ბლინების სახეობაა, რომელის სამხრეთ ინდოეთში წარმოიშვა. ის გარეგნულად კრეპეს წააგავს. დოსას ძირითადი ინგრედიენტი ბრინჯია, რომლის სხვა სანელებლებთან ერთად იფქვება. დოსა სამხრეთ ინდური წარმოშობის კერძია, მაგრამ დღესდღეობით ის ინდოეთის ნახევარ- კუნძულის ყველა ნაწილშია გავრცელებული. ტრადიციულად დოსას მიირთმევენ სხვადასხვა სახის წვნიანებთან ერთად.

როსას ქუჩაში მომზადების პროცესი

დოსა წარმოიშვა სამხრეთ ინდოეთში. მისი წარმოშობის ზუსტი ადგილმდებარეობა სადავოა.[1] ისტორიკოს თჰანკაპარ ნარის მიხედვით დოსა წარმოიშვა უდუპის შტატში, თანამედროვე ქალაქ კარნატაკაში.[2] სურსათის ისტორიკოსის კ. ტ. აჩაიას თანახმად, დოსა (როგორც დოსაი) პირველ საუკუნეშივე გამოიყენებოდა ძველ ტამილურ სახელმწიფოში.[3] ორიგინალური ტამილური დოსა უფრო რბილი და სქელი იყო. დოზას უფრო თხელი და ხრაშუნა ვერსია პირველად გაკეთდა დღევანდელ კარნატაკაში. დოზას (როგორც დოსაკას) რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ მანასოლლაში, XII საუკუნის სანსკრიტულ ენციკლოპედიაში, რომელიც შეადგინა სომეშვარამ III-მ, დღევანდელი კარნატაკას მმართველმა.

ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ სამხრეთ ინდური სამზარეულო ნელ-ნელა პოპულარული გახდა ჩრდილოეთშიც.

დოსა მდიდარია ნახშირწყლებით და არ შეიცავს დამატებით შაქრებს და გაჯერებულ ცხიმებს. ვინაიდან მისი ძირითადი ინგრედიენტია ბრინჯი, ის ასევე ცილის კარგი წყაროა. სახლში დამზადებული დოსას ერთი ულუბა დაახლოებით 112 კალორიას შეიცავს, საიდანაც 84% ნახშირწყლებია, ხოლო 16% ცილა.[1] ფერმენტაციის პროცესი ზრდის ვიტამინ B- ს და C ვიტამინის შემცველობას.

ქაღალდის დოსა

ბრინჯის და შავი გრამის ნარევი, რომელიც წყალშია გაჟღენთილი, წვრილად დაფქულია და ქმნის ცომს. ზოგიერთი რეცეპტით მას ემატება დამბალი ცერეცოს თესლიც. ბრინჯის წილი ცომში მეტწილად არის 3: 1 ან 4: 1. ცომს ასაფუებლად მთელი ღამით ტოვებენ, შემდეგ კი წყალს უმატებენ სასურველი კონსისტენციის მისაღებად. შემდეგ ცომს ასხავენ ცხელ ტავას (გრილს), რომელიც ზეთით ან ღიეეთი (გაწმენდილი კარაქით) არის დატენიანებული. დოსა შემიძლება იყოს ბლინივით სქელი და ფაფუკი, ან თხელი და ხრაშუნა. კერძს მიირთმევენ ცხელ მდგომარეობაში, შუაზე გაკეცილს ან კონუსის ფორმისას. ჩვეულებრივ, კერძთან ერთად მიირთმევენ სხვადასხვა სახის წვნიანებსაც (ჩუტნი და სამბარი). ბრინჯისა და შავი გრამის ნარევი შეიძლება შეიცვალოს ჩვეულებრივი, ხორბლის ფქვილით ან სემოლინათი.

მასალა დოსა

დოსას შეიძლება ჰქონდეს ბოსტნეულისა და სხვადასხვა სოუსის შიგთავსი სწრაფად კვების მიზნით. მათ ჩვეულებრივ მიირთმევენ ვეგეტარიანულ კერძად, მაგრამ რეგიონებისა და ცალკეული ადამიანების შეხედულებებიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა ინგრედიენტებიც დაემატოს. მასთან ერთად ყველაზე ხშირად მიირთმევენ კერძებს: სამბარს, ჩუტნის (განსაკუთრებით პოპულარულია ქოქოსის, მწვანე წიწაკის, ოსპის, პიტნის და ქინჩის ჩუტნი)[2], იდლი პოდი ან მილაგაიპოდი (ოსპის ფხვნილი სანელებლებით და ზოგჯერ დამშრალი ქოქოსით, შეზავებული სეზამის ზეთით ან მიწისთხილის ზეთით და ნიგვზით.), ზეთი ან ღეე, ინდური მწნილები.

ყველაზე პოპულარული ვერსია არის მალასა დოსა, რომელსაც კარტოფილის შიგთავსი აქვს. ქაღალდის დოსა არის კერძის თხელი და გამჭვირვალე ვერსია. რავა დოსა მეტად ხრაშუნაა და სემოლინათი მზადდება.[3] შემუშავებულია ახალი რეცეპტები, რომლებიც სხვადასხვა ვერსიების ნაზავს წარმოადგენენ. ასეთია: ჩინური დოსა, ყველის დოსა, პანეირე დოსა და მრავალი სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დოსა ბრინჯისა და ოსპით დამზადებული კერძია, სხვადასხვა ვარიანტებში ამ ელემენტების ჩანაცვლებაც შესაძლებელია.

  1. 1.0 1.1 Charmaine O' Brien (15 December 2013). The Penguin Food Guide to India. Penguin Books Limited. p. 378. ISBN 978-93-5118-575-8.
  2. 2.0 2.1 P. Thankappan Nair (2004). South Indians in Kolkata. Punthi Pustak. p. 320. ISBN 81-86791-50-7.
  3. 3.0 3.1 K. T. Achaya (November 2003). The Story of Our Food. Universities Press. p. 80. ISBN 81-7371-293-X.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დოსა“-დან