დაკარგული (ფილმი)
„დაკარგული“ | |
---|---|
ჟანრი | პოლიტიკური თრილერი |
დამდგმელი რეჟისორი | კოსტა-გავრასი |
პროდიუსერი | ედვარდ ლუისი, მილდრედ ლუისი |
სცენარის ავტორი | დონალდ სტიუარტი, კოსტა-გავრასი |
ნაწარმოები |
„ჩარლზ ნორმანის დასჯა: ამერიკული მსხვერპლშეწირვა“ — თომას ჰაუზერი |
როლებში |
ჯეკ ლემონი სისი სპეისეკი |
მუსიკა | Vangelis |
ოპერატორი | რიკარდო არონოვიჩი |
მონტაჟი | ფრანსუა ბონო |
სტუდია | PolyGram Filmed Entertainment |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 12 თებერვალი 1982 |
ხანგრძლივობა | 122 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური, ესპანური |
ბიუჯეტი | $5 მლნ |
შემოსავალი | $16 მლნ |
დაკარგული (ინგლ. Missing) — 1982 წლის პოლიტიკური თრილერი. ფილმი ასახავს 1973 წელს ჩილეში მომხდარი სახმედრო გადატრიალებას და მასში აშშ-ს როლს. ფილმი აკრძალული იყო ჩილეში ავგუსტო პინოჩეტის რეჟიმის დროს. მასში ჩილე და პინოჩეტი ნახსენები არაა, თუმცა ისმის ქალაქების, სანტიაგოსა და ვინია დელ მარის დასახელებები.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტი ჩარლი უჩინარდება ჩილეში მიმდინარე სამხედრო გადატრიალების დროს. მისი მამა, ედ ჰორმანი და ცოლი ბეტი იწყებენ ჩარლის ძიებას. ედს ჯიუტად სჯერა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულობის და არ იჯერებს, რომ აშშ-ს წარმომადგენლები ჩილეში შესაძლოა უსამართლოდ იქცეოდნენ. საბოლოოდ ის აღმოაჩენს, რომ ამერიკელები სამხედრო ხუნტასთან თანამშრომლობდნენ და გადატრიალებას უწყობდნენ ხელს. ჩარლიმ ეს გაიგო და სწორედ ამიტომ ის სიკვდილით დასაჯეს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: კოსტა-გავრასი, დონალდ სტიუარტი
BAFTA
- საუკეთესო სცენარი: კოსტა-გავრასი, დონალდ სტიუარტი
კანის კინოფესტივალი
- ოქროს პალმის რტო: კოსტა-გავრასი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯეკ ლემონი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Missing“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Missing“ — Allmovie-ზე
- „Missing“ — Rotten Tomatoes
- Missing ფილმის ტრეილერი YouTube-ზე