შინაარსზე გადასვლა

გუტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუტაცია

გუტაცია (ლათ. gutta – წვეთი) — წყლის გამოყოფა წვეთებად მცენარის ფოთლებიდან. შეიმჩნევა მაშინ, როდესაც მცენარე ფესვებით შეიწოვს მეტ წყალს, ვიდრე ფოთლებით ააორთქლებს.

მიმდინარეობს მეტწილად ღამით, დილით ადრე ან მცენარის ნოტიო ატმოსფეროში მოქცევის დროს. ხშირად დამახასიათებელია ნორჩი ნერგებისთვის, მაგალითად მარცვლოვნებისთვის. წყლის წვეთები გამოიყოფა ჰიდატოდებში ფესვური წნევის გავლენით. გუტაცია ფიზიოლოგიური პროცესია და მცენარის ცხოველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გუტაციის დროს მცენარე გამოყოფს ზედმეტ მარილებს, ძირითადად კალციუმს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]