გუდისისწყალი
იერსახე
გუდისისწყალი | |
---|---|
ეტიმოლოგია | სოფელი გუდისის მიხედვით |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
სათავე |
გერმუხის ქედი 42°25′52″ ჩ. გ. 44°08′16″ ა. გ. / 42.431194° ჩ. გ. 44.137778° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2860 მ |
შესართავი |
დიდი ლიახვი 42°24′53″ ჩ. გ. 43°57′27″ ა. გ. / 42.414833° ჩ. გ. 43.957583° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ქვემო ხვწე |
შესართავის სიმაღლე | 1110 მ |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 91 კმ² |
მდინარის სისტემა | დიდი ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,66 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
გუდისისწყალი — მდინარე საქართველოში, ერედვისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2860 მეტრზე. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 91 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,66 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 188.