გიორგი უშაკოვი
იერსახე
გიორგი უშაკოვი (დ. 17 იანვარი, 1901, ლაზარევო, ახლანდელი ამურის ოლქი — 3 დეკემბერი, 1963, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი, არქტიკის მკვლევარი, დოქტორი (1950). 1926 წელს დააარსა პირველი საბჭოთა დასახლება ვრანგელის კუნძულზე. 1930-1932 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ჩრდილოეთის მიწაზე, 1935 წელს მეთაურობდა პირველ საბჭოთა მაღალგანედურ საზღვაო ექსპედიციას ყინულმჭრელ გემზე „სადკო“. დაკრძალულია კუნძულ დომაშნიზე, ჩრდილოეთის მიწაზე. მისი სახელობისაა უშაკოვის კუნძული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.