გილდია
გილდია (კორპორაცია, გაერთიანება) — ფართო გაგებით — სხვადასხვაგვარი გაერთიანება (რელიგიური, პოლიტიკური, თავდაცვითი და ა.შ.) ადრინდელი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქალაქებში; ვიწრო გაგებით — ვაჭართა კავშირი, რომელიც წარმოიშვა ადრინდელ შუა საუკუნეებში და გავრცელდა მრავალ ქვეყანაში პროფესიული ინტერესებისა და წოდებრივი პრივილეგიების დაცვის მიზნით.
გილდია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალაქის თვითმმართველობაში. XII-XIII სს-ში იგი ისეთ მძლავრ ძალად გადაიქცა ევროპაში, რომ აშკარა ბრძოლას უცხადებდა ფეოდალებს. გილდიებმა ხელი შეუწყვეს ფეოდალური წყობილების დაშლას და კაპიტალიზმის განვითარებას. XVI საუკუნის შემდეგ ვაჭართა როლი თანდათანობით დაეცა, მაგრამ გილდიის ვაჭრებმა შეინარჩუნეს სოციალური პრივილეგიები.
გილდია საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისში გილდიის ანალოგიური ვაჭართა გაერთიანება იყო ორთაღი (ურთაღი) XIII საუკუნეში. მისი წევრები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავაჭრო და საკრედიტო ოპერაციებში. მოგვიანებით, XVII-XVIII სს-ში, საგარეო ვაჭრობაში ჩაბმულ ქართველ სოვდაგართა კავშირს სათავეში ქარავანბაში მოექცა. 1875 წლიდან ვაჭართა კორპორაციები და გილდიური კავშირები შეიქმნა. 1880 წელს თბილისში აღრიცხული იყო I გილდიის 49 ვაჭარ-მრეწველი და II გილდიის 1003 ვაჭარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუგუშვილი, პ. ენციკლოპედია „საქართველო“, თბ. 1997, ტ. I, გვ. 617
- Picard, Liza (2003). Elizabeth's London: Everyday Life in Elizabethan London. Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-60729-4.
- Brentano, Lujo [1870] (1969). On the History and Development of Gilds and the Origin of Trade-Unions, Research & Source Works Series. Burt Frankin. ISBN 0833703684.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Agarwal, Ankit (2012). „Development of Economic Organizations and their Role in Human Empowerment during the Gupta Period“. History Today. New Delhi. 13. ISSN 2249-748X.
- Medieval guilds
- St. Eloy's Hospice