გვიძინი
იერსახე
გვიძინი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Columba oenas (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22690088 | |||||||||||||||
|
გვიძინი,[1] გულიო[2] (ლათ. Columba oenas) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. შინაურ მტრედზე ოდნავ მცირე ზომისაა (მასა დაახლოებით 250 გ შეადგენს). შეფერილობა — მორუხო-ვეჟანი, ყელსა და ჩიჩახვზე ლითონისფერი ბზინვარება დაკრავს; ნისკარტი მოწითალოა, მისი წვერი კი ყვითელი. გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც[1]), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასა და აზიაში. ჩრდილოეთში გადამფრენი ფრინველია, სამხრეთში — მკვიდრი. ბინადრობს ფოთლოვან ტყეებსა და ბაღებში. ბუდობს ფუღუროებში, ფლატეებზე მდებარე სოროებში, იშვიათად ხის ტოტებზე. ბუდობს წელიწადში ორჯერ; დებს 2 თეთრ კვერცხს; ინკუბაცია 16–18 დღე-ღამე გრძელდება; ბარტყები ბუდეში ერთ თვემდე რჩებიან. იკვებება თესლებით. ნადირობის ობიექტია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვიძინი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 187.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 113.