შინაარსზე გადასვლა

გამოფიტვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლდოვანი ჭიშკარი, რომელმაც განიცადა ეროზია და გამოფიტვა
ქიმიური პროცესებით გამოწვეული კირქვის გამოფიტვა

გამოფიტვამინერალებისა და ქანების სახეცვლისა და დაშლის პროცესი დედამიწის ზედაპირზე მოქმედი ფიზიკური, ქიმიური და ორგანული აგენტების გავლენით.

ფიზიკური გამოფიტვა — ხდება ტემპერატურის, ქანის ნაპრალებში წყლის გაყინვისა და დნობის, მცენარეთა და ცხოველთა ზემოქმედების (ფესვების ზრდა, მბურღავი ცხოველები და სხვ.), წყალში გახსნილი მარილების კრისტალიზაციისა და აორთქლების (ინსოლაციური გამოფიტვა უდაბნოში) შედეგად. ამ აგენტების ზეგავლენით მიმდინარეობს ქანებისა და მინერალების დეზინტეგრაცია და ჩნდება სხვადასხვა ზომის ნამტვრევები.

ქიმიური გამოფიტვა — ხდება წყლისა და ჰაერში არსებული ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის, ნიადაგში მყოფი ბაქტერიების გავლენით და ორგანული ნივთირებათა დაშლის შედეგად. წყალი ხსნის მინერალებს, ახდენს ჰიდრატაციასა და ჰიდროლიზს; ჟანგბადი ძლიერ დამჟანგავია, ხოლო ნახშირორჟანგი აძლიერებს წყლის ქიმიურ აქტივობას.

ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვა მჭიდრო ურთიერთავშირშია. სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში ამა თუ იმ სახის გამოფიტვა მიმდინარეობს. მაგალითად, მაღალმთიანეთში და პოლარულ მხარეში – ფიზიკური გამოფიტვა; ზომიერ ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში კი – ქიმიური გამოფიტვა ჭარბობს. ფიზიკური გამოფიტვა წინ უსწრებს ქიმიურ გამოფიტვას და აადვილებს მას.

სივრცეს, სადაც გამოფიტვა მოქმედებს, გამოფიტვის ზონას უწოდებენ. გამოფიტვის შედეგად წარმოიქმნება გამოფიტვის ქერქი, რომელიც შეიცავს ქანებისა და მინერალების ნამსხვრევებისაგან შემდგარ ფაშარ და ფორიან მასალას. გამოფიტვა სტადიურად მიმდინარეობს, გამოფიტვის ქერქში ხშირად შეიმჩნევა ზონალურობა. გამოფიტვის ზონასთან ხშირადაა დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოები.

ქანებში გრუნტის წყლის დონეზე დაბლა მოქმედ პროცესს სიღრმულ გამოფიტვას უწოდებენ, დაადგენილიოა, რომ გამოფიტვა 1/2 კმ-ზე და უფრო ღრმადაც ვრცელდება. პროცესს, რომელიც გამოფიტვის ზონაში მიმდინარეობს, ალექსანდრე ფერსმანმა ჰიპერგენეზისი უწოდა, ხოლო გამოფიტვის ზონას ჰიპერგენეზის ზონა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 663.
  • Казанский Ю. П., Выветривание и его роль в осадконакоплении, М., 1969: Выветривание и литогенез, М., 1969.