შინაარსზე გადასვლა

ბზვანურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბზვანურა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

გავრცელებულია ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის ვენახებში და სწორედ აქედან იღებს სახელწოდებას.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუაო ზომისაა, ცილინდრული, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი და ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული, შავი ფერის. წვენი სუსტადაა შეფერილი.

ბზვანურა საშუალო ზრდა-განვითარებისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 178 დღეა. სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 14-18%, ხოლო მჟავიანობა — 7.2-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 74