ბაჰრ-დარი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ბაჰრ-დარი | |
ქვეყანა | ეთიოპია |
კოორდინატები | 11°35′06″ ჩ. გ. 37°23′24″ ა. გ. / 11.58500° ჩ. გ. 37.39500° ა. გ. |
ფართობი | 213.43 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1800±1 მეტრი |
მოსახლეობა |
243 300 (2015) |
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ აფრიკული დრო |
ბაჰრ-დარი (ამჰ. ባሕር-ዳር) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ეთიოპიაში. ამჰარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ტანის ტბის სამხრეთ ნაპირზე. იქ სადაც ცისფერი ნილოსი უერთდება ტბას. მოსახლეობა — 199 210 კაცი (2008 წელი).
ქალაქი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია. ქალაქის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, გორაზე მდებარეობს ყოფილი იმპერატორების სასახლე. ტურისტების საყვარელი ადგილია ჩანჩქერი ტის-ისატი და ცისფერი ნილოსის შესართავი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Pictures from Bahir Dar დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine.
- MSN Map[მკვდარი ბმული]