ბატრაქომიომაქია
იერსახე
ბატრაქომიომაქია (ძვ. ბერძნ. Βατραχομυομαχία), ცნობილი აგრეთვე როგორც ბაყაყებისა და თაგვების ომი — ძველი საბერძნეთის ეპიკური პოემა, რომლის ავტორად ასახელებენ ვინმე პიგრესს, კარიის დედოფალ არტემისიას ძეს. პლუტარქეს და სხვა ავტორების ცნობით არტემისია სალამინის ბრძოლაში სპარსელთა მხარეს იბრძოდა, ამიტომ მეცნიერთა ვარაუდით პოემა ძვ. წ. V საუკუნეში დაიწერა.
პოემა ჰომეროსის „ილიადის“ პაროდიაა, რომელიც გამოხატულია გმირთა ექსპონირებით, ტრადიციული ეპიკური ფორმულებით, მეტყველი სახელებით და სხვა პოეტური ხერხებით. პოემა ამავე დროს დასცინის ღმერთების სამყაროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანტიკური ბიბლიოთეკა, ტომი 17, გვ 219, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბატრაქომიომაქია დაარქივებული 2017-10-14 საიტზე Wayback Machine. wiegran.de-ზე
- Βατραχομυομαχία - ბერძნული
- Homer's Batrachomyomachia : hymns and epigrams