ბანარი
იერსახე
ბანარი, კოირი, ქოქოსის ბოჭკო — ქოქოსის პალმის ნაყოფის გარსის შუა შრისგან - მეზოკარპიუმისაგან მიღებული ბოჭკო. ბანარის ბოჭკო მოწითალო-ყავისფერია, გამერქნებული, 15-33 სმ სიგრძისა და 0,05-0,3 მმ სისქის. კარგი ხარისხის ბოჭკო მიიღება მკვახე ნაყოფისაგან. იყენებენ ჯაგრისების, ჭილოფების, ბაგირების და სხვა ნივთების დასამზადებლად. ბანარის წარმოებას ძირითადად მისდევენ ინდოეთში და კუნძულ შრი-ლანკაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 186.