შინაარსზე გადასვლა

ბაზილიკატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ბაზილიკატა
Basilicata
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი პოტენცა
შიდა დაყოფა მატერის პროვინცია და პოტენცის პროვინცია
კოორდინატები 40°30′00″ ჩ. გ. 16°30′00″ ა. გ. / 40.50000° ჩ. გ. 16.50000° ა. გ. / 40.50000; 16.50000
მმართველი Vito Bardi
ფართობი 9 995 კმ²
მოსახლეობა 587 680 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 58,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC 1 და UTC 2
ოფიციალური საიტი regione.basilicata.it/giunta/site/giunta/home.jsp

ბაზილიკატა (იტალ. Basilicata) აგრეთვე ცნობილი როგორც ლუკანია — რეგიონი იტალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში. დასავლეთით ესაზღვრება კამპანიის რეგიონი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — აპულია, სამხრეთით კი კალაბრია. ფლობს მცირე გასასვლელს ტირენიის ზღვაზე კამპანიასა და კალაბრიას შორის, მაგრამ საკმაოდ ვრცელი გასასვლელი გააჩნია იონიის ზღვაზე (კონკრეტულად ტარანტოს ყურეზე), კალაბრიასა და აპულიას შორის. ჩექმის ფორმის იტალიის კონტურში, ბაზილიკატა „ზურგს“ (ფეხსაცმლის) წარმოადგენს, „ფეხსაცმლის წვერ“ კალაბრიასა და „ქუსლ“ აპულიასთან ერთად. რეგიონის ფართობი 10 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 600 000 ადამიანს შეადგენს. რეგიონული დედაქალაქია პოტენცა. ბაზილიკატა ადმინისტრაციულად ორ პორვინციად იყოფა: პოტენცა და მატერა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზილიკატის რეგიონი ადმინისტრაციულად 2 პროვინციად იყოფა:

ბაზილიკატის პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე)
მატერის პროვინცია 3,447 203,837 59.1
პოტენცის პროვინცია 6,545 387,107 59.1

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]